მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საიდან გამონახა კომპანიამ ახალი მიკროავტობუსების შესყიდვისთვის საჭირო რესურსი - განმარტება

604a454cb08b0
თათია ჩაფიჩაძე
11.03.21 21:30
837
2021 წლის ბოლომდე თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების პარკი სრულად განახლდება. თბილისის მერმა გუშინდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ ზაფხულში კომპანია მერიის მიერ შეძენილ 300 მიკროავტობუსს გამოისყიდის, ამასთანავე დამატებით 400-ს შეიძენს, მერია კი თავის მხრივ გამოსყიდული მიკროავტობუსების თანხით კიდევ 300-ს ერთეულის შეძენას მოახერხებს.

BMG დაინტერესდა რა ფინანსური რესურსით აპირებს კომპანია ავტოპარკის განახლებას მაშინ, როცა ის თვეების წინ ამის ერთადერთ გამოსავალს ტარიფის ზრდაში ხედავდა. მერიის ტრანსპორტის და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსი ვიქტორ წილოსანი კითხვის საპასუხოდ აცხადებს, რომ კომპანიაში რეზერვები არსებობდა, რომლის გამოყენებაც ახალი ბიზნესმოდელის წყალობით შესაძლებელი ხდება.

„ჩვენ გვქონდა წვდომა მათ ფინანსებზე, ცხადია კომპანიასთან შეთანხმებით, იყო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნები და ჩვენ ვამბობდით, რომ კომპანია გამოძებნის და არსებობს რეზერვები, რომლითაც შესაძლებელია დალაგდეს ბიზნესმოდელი ისე, რომ არ მოხდეს ფასის ზრდა, არ დააწვეს ეს მომხმარებელს, შესაძლებელი ყოფილიყო ინტეგრირებული ტარიფი, გამოცვლილიყო ტრანსპორტi და კომპანიისთვისაც ყოფილიყო მომხიბვლელი.

ჩვენ საერთოდ შევცვალეთ ბიზნესმოდელი, აღარ მოხდება მძღოლების მიერ ყოველდღიური თანხის შეტანა, ისინი იქნებიან ხელფასზე. ერთი მხრივ ეს გაზრდის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების ხარისხსაც, იმიტომ რომ მიკროავტობუსებში იყო პრობლემა, რომ არ იყო კონდინცირება, ხდებოდა მგზავრის ფეხზე დაყენება და ა.შ. იმის გამო, რომ მძღოლს ჰქონდა გეგმა, ის მოტივირებული იყო ხარჯები შეემცირებინა და მეტი შემოსავალი მიეღო მეტი მგზავრით. თავიდან ბოლომდე შეიცვალა ეს ბიზნესმოდელი, თანხის გადახდა ყოველ გავლილი კილომეტრაჟზე იქნება. მგზავრების მიერ გადახდილი თანხა თავიდან ბოლომდე მერიაში შევა, მერია გადაუხდის კომპანიას თანხას და შემდეგ ის გადაანაწილებს მძღოლებზე ხელფასებს.“ - განაცხადა წილოსანმა.