მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საიდან იმოძრავებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი თბილისობას? - გადაადგილება 3 ოქტომბრამდე უკვე შეიზღუდა

6335befd6c270
BM.GE
30.09.22 00:00
982
„თბილისობა 2022“-თან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების გამო, ევროპის მოედნის მიმდებარედ, 30 სექტემბრის 00:00 საათიდან 3 ოქტომბრის 06:00 საათამდე ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში, სატრანსპორტო საშუალებები მეტეხის ხიდზე და ევროპის მოედანზე გადაადგილებას ვერ შეძლებენ.

"სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას ასევე ვერ შეძლებენ, გორგასლის მოედნიდან მეტეხის ხიდის მიმართულებით, მეტეხის აღმართიდან ევროპის მოედნის მიმართულებით, ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ევროპის მოედნის მიმართულებით.

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასლის ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ, როგორც გამსახურდიას სახელობის სანაპიროს
მიმართულებით, ასევე, გორგასლის მოედნიდან კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით, ხოლო თუმანიანის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება
ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.

მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროთი (გვირაბის გამოყენებით).
სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეიზღუდება აბანოს ქუჩიდან გრიშაშვილის ქუჩის მიმართულებით, გრიშაშვილის ქუჩაზე მოხვედრა
შესაძლებელი იქნება, ფირდოუსისა და ისფაჰანლის ქუჩების საშუალებით.

აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება შემდეგი მიმართულებით: ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, მეტეხის ხიდისა და ევროპის მოედნის ნაცვლად, ავტობუსები: N371, N301, N344, N345, N331, N350 და მიკროავტობუსები: N538, N550, N580 გადაადგილდებიან კოტე აფხაზის ქუჩის გავლით", - წერია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.