06.აგვისტო .2020 13:45

საიდან მობილიზდა მთავრობის სოციალური დახმარების პაკეტისთვის თანხები? - ფინანსთა მინისტრი

views 635
უკან

გლობალურად თუ ვიტყვით, ყველაფერი დაიხარჯება ბიუჯეტიდან - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარინმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტიების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მთავრობის მიერ დღეს გაჟღერებული სოციალური მხარდაჭერის პაკეტისთვის საჭირო ფინანსურ სახსრებს შეეხებოდა.

როგორც მანამდე საქარათველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, ამ პაკეტის ღირებულება 410 მლნ ლარია. ივანე მაჭავარიანის განმარტებით კი პაკეტისთვის განკუთვნილი თანხები სრულად კოვიდ ფონდიდან და სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

„კოვიდის ფონდიც, რა საკვირველია, ავსახეთ ბიუჯეტში, გლობალურად თუ ვიტყვით, ყველაფერი დაიხარჯება ბიუჯეტიდან, თუმცა კოვიდის ფონდი ამ ეტაპისთვის არის 135 მლნ ლარამდე, ძირითადად რა საკვირველია მოხდება მისი მიმართვა ამ ბავშვების საკომპენსაციო პაკეტებზე, თუმცა ეკონომიკური კრიზისის მესამე ეტაპის ეს ინიციატივა, რითაც საქართველოს მთავრობა დღეს გამოვიდა უფრო დიდია, ვიდრე ეს კოვიდის ფონდის თანხა, შესაბამისად დანარჩენი ბიუჯეტიდან მოხდება, თუმცა აქ ძირითადი ნაწილი არის ზამთრის პაკეტი, რომელიც ჩვენ დღესვე დავაანონსეთ.

აქ გასაკვირი არაფერია, იმიტომ, რომ ეს არის ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი და ყველაზე გვიან დღეს შეგვეძლო გვეთქვა, ნებისმიერ შემთვევაში იქნებოდა ეს ოქტომბერი თუ ნოემბერი უფრო საარჩევნო კონტექსტში მოხდებოდა მაგის განხილვა“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ტურიზმი 2020 წელს ნაწილობრივადაც ვერ აღდგება, ეს ზამთარი რთული იქნება, შესაბამისად კომუნალურების სუბსიდირების საკითხიც აქედან გამომდინარე გადაწყდა.

„ჩვენი ხედვით და მოსაზრებით ზამთარი არ იქნება იოლი. ეკონომიკური პროცესების აღდგენა წლის მეორე ნახევარში ბევრად უკეთესი იქნება, თუმცა სრულ აღდგენას არ ველოდებით ტურიზმის გამო. თქვენ იცით, რომ 1 ივლისამდე ჩვენ ვვარაუდობდით, რომ ქვეყანა გაიხსნებოდა, თუმცა ვირუსის გავრცელების ტალღების გაგარძელებამ თითქმის ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, ცხადი გახადა, რომ წლის ბოლომდე ნაწილობრივი მასშტაბითაც ვერ აღდგება ტურიზმი და ამან დაგვანახა ახალი გამოწვევები, შესაბამისად მესამე ეტაპის ღონისძიებები შემუშავდა ამ კონტექსტის გათვალისწინებით და ამაში დევს ზამთრის პაკეტიც, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის ყველაზე შეჭირვებული ნაწილისთვის დენის და გაზის გადასახადის სუბსიდირებას“, - განმარტა ივანე მაჭავარიანმა.

ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების დახამრების პაკეტზე თანხები ძირითადად კოვიდ ფონდიდან იქნა მობილიზებული.

„ყველაფერი მიდის ბიუჯეტიდა, თუმცა აქ ლომის წილი და მთავარი ნაწილი, რაც შეეხება ბავშვების საკომპენსაციო პაკეტებს წავა კოვიდ ფონდიდან, რომელიც იცით როგორ ფორმირდებოდა და ვინ იყო მთავარი შემომწირველი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ დაახლოებით 300 მლნ ლარამდე თანხა, რომელიც საჭიროა დღეს წარდგენილი მხარდაჭერის პაკეტისთვის, სახელმწიფოს განახლებულ ბიუჯეტში გათვალისწინებული იყო.

"ჩვენ დიდი თანხები მოვიზიდეთ და მოვიზიდავთ წლის ბოლომდე. განახლებული ბიუჯეტი, რომელიც ივნისში პარლამენტში შევიტანეთ ისე გვქონდა ფორმირებული, რომ სოციალური პაკეტებისთვის იყო მობილიზებული თანხა, ამიტომ დღეს არ მოვაკლებთ არაფერს, იქ მსგავსი ტიპის მხარდაჭერის ღონისძიებებისთვის შექმნილი იყო უკვე რესურსი"-თქვა მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა