მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საიდან მოვიდა თემა? კავკასუს ონლაინიდან ხო? - გია ჯოხთაბერიძე ბექაურს

5f0862b50c647
ვიქტორია მღებრიშვილი
10.07.20 16:38
3077
კომპანია „მაგთის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელმა გია ჯოხთაბერიძემ კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს „ელექტრონული კომუნიკაციის შესახებ“ კანონის განხილვის ფარგლებში კანონპროექტის მომზადების საფუძვლებიდან გამომდინარე კითხვა დაუსვა, თუ რამდენი დამოუკიდებელი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელი შემოდიოდა ქვეყანაში, რამაც მხარეებს შორის პოლემიკა გამოიწვია.

გია ჯოხთაბერიძე: საიდან მოვიდა თემა? კავკასუს ონლაინიდან ხო? წელიწადი და 4 თვეა კავკასუს ონლაინში ეს წილები შეიცვალა და ის განაგრძობს ჩვეულებრივად ფუნქციონირებას და დაიმატა კიდევ საქართველოში აბონენტები, ამ კორონავირუსსაც გაუძლო და არაფერი არ მომხდარა დამანგრეველი საქართველოსთვის.

არის თუ არა კავკასუს ონლაინი კრიტიკული ინფრასტრუქტურა? კითხვა მაქვს ბატონ ბექაურთან, რამდენი დამოუკიდებელი კაბელი შემოდის საქართველოში და საერთოდ ეს კრიტიკული ინფრასტრუქტურა ეხება თუ არა კავკასუს ონლაინს?

ბექაური: კი, ეხება!

ჯოხთაბერიძე: რომ გაწყვიტოს მილსადენმა, რომელიც თურქეთის მიმართულებით აშენებს გაზსადენს რუსეთი და გაწყვიტოს ეს კაბელი, საქართველოში რამე მოხდება? არ მოხდება! აქედან გამომდინარე კრიტიკული არ არის, კრიტიკული არის სხვა რამე რა... რამდენი დამოუკიდებელი ოპტიკური კაბელი შემოდის საქართველოში?

კახა ბექაური: 3-4.

გია ჯოხთაბერიძე: არა, 14.

ბექაური: თქვენ წყვილებს თუ გულისხმობთ ...

მას შემდეგ რაც გია ჯოხთაბერიძემ კომუნიკაციის კომისიის თავმჯდომარეს საქართველოში შემომავალი დამოუკიდებელი ოპტიკური კაბელების რაოდენობა ჩამოუთვალა, თქვა: „კომუნკაციის კომისიის თავმჯდომარემ არ იცი 3-4 კაბელი შემოდის თუ 14 და იძახი რომ დაჩქარებულად მივიღოთო...“

ჯოხთაბერიძემ ბექაურს საქართველოში შემომავალი ოპტიკური კაბელების რაოდენობის დასადგენად დიუ დილიჯენსის ჩატარება შესთავაზა;

კახა ბექაური: „ჩატარებული მაქვს დიუ დილიჯენსი... ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან შემოსული ოპტიკურ-ბოჩკოვანი კაბელი ვერ ანაცვლებს კავკასუსის ოპტიკურ ბოჭკოვანს. მე გეუბნებით, რომ უნიკალურ, ანუ არა სხვა ქვეყანაში გამავალ კაბელებზე მაქვს ლაპარაკი, თორე ერთი და იგივე ქვეყანაში 7-ჯერ თუ გაიარა იმას, თუ ჰქვია სიმრავლეში 14, ასე 28 შეიძლება გამოგივიდეს. მე გეუბნებით, რომ სხვა ქვეყნებიდან მარტო ევროპასთან დაერთებული მხოლოდ „კავკასუს ონლაინია“.

გია ჯოხთაბერიძე: „რას ლაპარაკობ კაცო, აზრზე არ ხარ“.