მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საიდან რა რაოდენობის შემოსავალი მიიღო დონალდ ტრამპმა 2019 წელს?

5f28159639d71
ნათია თაქთაქიშვილი
03.08.20 23:00
1072
აშშ-ის მთავრობის ეთიკის ბიურომ აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ფინანსური დეკლარაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით ირკვევა, საიდან რა რაოდენობის შემოსავალი მიიღო დონალდ ტრამპმა 2019 წელს.

დოკუმენტის მიხედვით, 2019 წელს ტრამპის შემოსავლის ძირითადი წყარო ფლორიდაში მდებარე მისი რეზიდენცია და ვაშინგტონში მდებარე სასტუმროა, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა 446 მილიონი დოლარი შეადგინა.

დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ Trump Productions LLC-იდან ტრამპის შემოსავალმა დაახლოებით 1,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ტრამპს ანაზღაურებას უხდის ჰოლივუდის კინომსახიობთა გილდია, საიდანაც მიღებულმა შემოსავალმა 86,500 აშშ დოლარი შეადგინა 2019  წლის განმავლობაში.

დეკლარაციის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შემოსავალმა 2019 წელს ჯამურად თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარი შეადგინა.

2020 წლის აპრილში ჟურნალმა Forbse-მა ტრამპის ქონება 2,1 მილიარდ აშშ დოლარად შეაფასა.