მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საიდან შეიქმნა 2 მლრდ ლარი? - გახარია ეკონომიკის მხარდაჭერის გეგმაზე

5e84f4ff543aa
თამთა ჯიჯავაძე
02.04.20 00:07
1275
ეს ორი მილიარდი არის განსაზღვრული კრიზისში კონკრეტული კომპანიების დასახმარებლად, ეს არის დახმარება, რომლითაც ჩვენ ვცდილობთ სამუშაო ადგილები შევინარჩუნოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა მთავრობის გეგმებზე საუბრისას, რომლის მიხედვითაც ეკონომიკის მხარდაჭერისთვის 2 მლრდ ლარის გამოყოფა იგეგმება.

„ეს არ არის პოსტკრიზისული გეგმა ეკონომიკის შემდგომი სწრაფი ზრდისთვის. იქ სხვა ინსტრუმენტები იმუშავებს. ჩვენთვის მთავარია რომ დღეს მაქსიმალურად გადავარჩინოთ ქართული კომპანიები, მაქსიმალურად გადავარჩინოთ სამუშაო ადგილები. ეს ყველაფერი კეთდება ამისთვის.... ამას ასეც ჰქვია - კრიზისული ბიუჯეტი. საიდან შეიქმნა ეს თანხა. პირველ რიგში ეს არის ის ეკონომიები, რაც აბსოლუტურად გასაგები და ობიექტურია. მე არ ვსაუბრობ ახლა აქ მიმდინარე ხარჯებზე, რომლის კონტროლიც უმკაცრეს რეჟიმშია გადასული და მიმდინარე ხარჯებში სახელმწიფო წლის ბოლომდე მოახდენს რამდენიმე ასეული მილიონი ლარის ეკონომიას. გარდა ამისა, დღეს ჩვენ გვაქვს ძალზედ მჭიდროდ და აქტიური კომინიკაცია ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან იმისთვის რომ მოვიზიდოთ დამატებითი რესურსები. და აქაც საკმაოდ ეფექტურად ვმოქმდედებთ, გვექნება უახლოეს მომავალში კონკრეტული შედეგები, იმიტომ რომ სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც დაგეგმილი იყო წლის დასაწყისში დაახლოებით 14 მილიარდი ლარის დონეზე, შემოსავლების ნაწილზე ვამბობ, არავინ არ იცის რა იქნება ხვალ, ჩვენი დღევანდელი პროგნოზის შედეგად დასულია დაახლოებით 11 მილიარდზე. გვესმის ხომ რამხელა სხვაობაზეა საუბარი. ამასთან ერთად ჩვენ ვალდებულები ვართ მხარი დავუჭიროთ ჩვენს სოციალურ ჯგუფებს და ვალდებულები ვართ ვებრძოლოთ კონკრეტულ ვირუსს კოვიდ-19-ს და დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა“, - განაცხადა გახარიამ.

მისივე თქმით, ეს ყველაფერი სერიოზულ რესურსებთან, თანხებთანაა დაკავშირებული, - „ჩვენ სერიოზული ეკონომია გვაქვს უკვე ბიუჯეტში გაკეთებული. მიმდინარე ხარჯების გარდა, რამდენიმე ისეთი ინფრასტრუქტურული პროექტი, და საბიუჯეტო ხარჯები, რომლებიც სამწუხაროდ ამ წლის ბოლომდე აზრს დაკარგავს. ისეთები როგორიც არის მაგალითად “ჩექინ ჯორჯია“, რომელიც ძირითადად ორიენტირებული იყო ტურიზმის განვითარებაზე“, - აღნიშნა პრემიერმა.