მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საიდან შემოდის სუფრის ყურძენი საქართველოში - სტატისტიკა

5ed90703614c6
ვიქტორია მღებრიშვილი
05.06.20 09:40
2546
2020 წლის იანვარ-აპრილში ახალი სუფრის ჯიშის ყურძნის ექსპორტ-იმპორტმა ჯამში 460.4 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.

BM.GE-ის მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში სუფრის ყურძნის იმპორტი 3 ქვეყნიდან განხორციელდა და ჯამში 429.8 ათასი დოლარის ღირებულიების 448.0 ტონა სუფრის ყურძენი შემოვიდა ქვეყანაში, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 38.2%-ით ნაკლებია (695.3 ათასი დოლარი):

• სომხეთი - 338.8 ათასი დოლარი, 338.0 ტონა;
• ნიდერლანდი - 56.7 ათასი დოლარი, 20.7 ტონა;
• თურქეთი - 34.4 ათასი დოლარი, 39.3 ტონა.

იმპორტიორები კი იყვენენ როგორ კომპანიები, ასევე ინდმეწარმეები: შპს ელისა, შპს ნიკიტა 11, შპს როლი, შპს ტმტ, შპს არაგვი, შპს ქესს 777.

რაც შეეხება ექსპორტს, როგორც საქსტატში განმარტავენ სუფრის ყურძნის ექსპორტში 100%-იანი წილი რეექსპორტს უკავია. შესაბამისად მიმდინარე წლის 4 თვეში საქართველოდან ექსპორტზე 30.6 ათასი დოლარის სუფრის ყურძნის ექსპორტი 2 ქვეყანაში: აზარბაიჯანსა (22.6 ათასი დოლარი, 7.5 ტონა) და სომხეთში (8.1 ათასი დოლარი, 3.0 ტონა) განხორციელდა. რაც გასული წლის 4 თვის მონაცემებს 57.2%-ით აღემატებოდა (13.1 ათასი დოლარი).

ექსპორტიორი კომპანიები კი შპს როლი, შპს ფრუტ ლენდი, შპს არაგვი და შპს არგო არიან.

ცნობისთვის, გასულ წელს ქვეყანაში სულ 1.6 მლნ დოლარის ღირებულების სუფრის ყურძნის იმპორტი განხორციელდა, ექსპორტზე კი 79.2 ათასი დოლარის ღირებულების სუფრის ყურძენი გავიდა.