სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი სებასტიან მოლინეუსი აცხადებს, რომ კადრების დეფიციტის აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია განათლების სისტემის რეფორმა, შემდეგ კი ბიზნესმა დასაქმებულებისთვის მაღალი ანაზღაურება უნდა უზრუნველყოს.
“საკმაოდ საინტერესო ვითარებაა საქართველოში, როცა ერთი მხრივ ვხედავთ შედარებით მაღალ უმუშევრობას, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. მეორე მხრივ გამოჩნდა ბევრი კომპანია, რომელთაც სურთ დაასაქმონ. კომპანიების ნაწილი გამოცდილი კადრების დეფიციტს განიცდის.
პირველი, რაც უნდა გაკეთდეს არის განათლების სისტემა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კვალიფიციური კადრების მომზადებას, რომლებიც დააკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. მეორე საკითხი არის ტრენინგების ჩატარება, ხოლო მესამეა მაღალი ანაზღაურების ქონა, რათა ადამიანებმა საქართველოში დარჩენა არჩიონ",-აცხადებს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი.
ცნობისთვის, საქართველომ დღეს დაიწყო ადამიანური კაპიტალის პროგრამა მსოფლიო ბანკის და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით, რომლის მიზანია ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის ამაღლება ჯანდაცვაში, განათლებასა და სოციალურ დაცვაში ინვესტირებით.
ადამიანური კაპიტალის პროგრამის მხარდასაჭერად, მსოფლიო ბანკმა 400 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიცია გამოყო, ხოლო საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD) 100 მლნ. ევროს ოდენობის თანადაფინანსება განახორციელა.
ბანკის ინფორმაციითვე, ადამიანური კაპიტალის პროგრამა გააძლიერებს საქართველოში ბავშვებისა და ახალგაზრდების უნარებს და კომპეტენციას, რათა მათ უკეთ დაძლიონ თანამედროვე საზოგადოების წინაშე არსებული კომპლექსური პრობლემები. სწავლის საერთო შედეგების გასაუმჯობესებლად, პროგრამა ხელს შეუწყობს საქართველოს განათლების სისტემის გარდაქმნას როგორც ადრეული განათლების, ისე ზოგადი და საუნივერსიტეტო განათლების და მომდევნო ეტაპებზე, უზრუნველყოფს რა თანასწორ შესაძლებლობებს ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ფენებისთვის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი