მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინტერესო წელს ველოდებით - iSpace

63be6423e173d
თათია კაკიაშვილი
15.01.23 17:29
831
„ქართულ ბაზარზე ბიზნესის ტრანსფორმაცია ახლა ისეთ დონეზეა, რომ მოთხოვნა კვლავაც არ შეიცვლება, განსაკუთრებით კი ბოლო დროს ქვეყანაში შემოსული უცხოელების გამო,“ - ამის შესახებ BMG-ს Apple Premium Reseller-ის გენერალურმა დირექტორმა ანზორ ლომიძემ განუცხადა, რომელმაც დასძინა, რომ სწორედ რუსეთ-უკრაინის შემდეგ საქართველოში შემოული უცხოელების გამო, ჩვენს ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების და ახალი ტიპის საერთაშორისო პროექტების მოცულობა გაიზარდა.

„ბიზნესის განვითარების ნაწილში ჩვენც ისევე, როგორც სხვა კომპანიებს, გვაქვს 3 ვარიანტი - პროგრესი, რეგრესი და წინა წლის მაჩვენებლების შენარჩუნება. რა თქმა უნდა, წინა წელს ბიზნეს სექტორში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ჩვენ ველით, რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო წელი, ბევრი პროექტი, ბევრი საინტერესო ცვლილება, ასევე იმიტომ, რომ ჩვენ გავაფორმეთ ბევრი ხელშეკრულება საერთაშორისო კომპანიებთან. ველით, რომ გავაგრძელებთ ზრდას, როგორც ეს 2022-ში მოხდა,“ - განაცხადა ანზორ ლომიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში iSpace მომხმარებელს Apple-ის პროდუქციას 2017 წლიდან სთავაზობს.