მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინტერესოა, რა ოდენობის იქნება კონკრეტული ღონისძიებებიდან ეკონომიკაში აკუმულირებული შემოსავალი - ასათაშვილი Starring Georgia-ზე

6456099377232
ლიკა გურაბანიძე
06.05.23 22:55
705
"ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელმა ვატო ასათაშვილმა კამპანიის Starring Georgia-ს შესახებ გადაცემაში “ანალიტიკა” აღნიშნა, რომ საჭიროა მეტი ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა ოდენობის იქნება კონკრეტული ღონისძიებებიდან ეკონომიკაში აკუმულირებული შემოსავალი.

“საინტერესოა ეს შემოსავალი რამდენია და როგორ ნაწილდება დარგობრივად. ეს ინფორმაცია თუ გვექნება ორგანიზატორსაც კონკრეტულ პასუხს მოვთხოვთ თუ საბოლოო შედეგი არ გვექნება. თუმცა, საქართველოში ხომ არავინ ანგარიშვალდებული არ არის დაწყებული პრემიერ მინისტრიდან დასრულებული იმ ხალხით ვინც "ბლექ სი არენაში" დანიშნეს. "ბლექ სი არენას" მენეჯმენტი პანდემიის პერიოდში არაფერს აკეთებდა და ახლა მათ როგორც მინიმუმ უნდა დაეთვალათ რა ეკონომიკური შედეგი ექნებოდა სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული კონცერტების სერია 2023-ს Starring Georgia-ს. თუ ინტელექტუალური რესურსი არ ჰყოფნით ექირავებინათ გარკვეული ანალიტიკური ჯგუფები, რადგან მათ ყოველწლიური შემოსავალი აქვთ, რომელსაც მას ჩვენ გადასახადის გადამხდელები ვუხდით. გაეკეთებინათ მინიმალური გათვლა რა ეკონომიკური შედეგი აქვს ამ ღონისძიებას. არ ვამბობ იმას, რომ ანალოგიური ღონისძიებები არ უნდა ჩატარდეს, პირიქით უნდა იყოს. თუმცა, ამისი გაკეთება მიზან-შედეგობრივად უნდა ხდებოდეს. რას ვაკეთებთ? რისთვის ვაკეთებთ? და რა არის შედეგი?” - აღნიშნა ვატო ასათაშვილმა.

ასათაშვილის თქმითვე, მსგავსი სახის ღონისძიებები ქვეყანაში შედარებით დაბალ სეზონზე უნდა ტარდებოდეს.

“მსგავსი კონცერტები უნდა ტარდებოდეს მაშინ, როდესაც დამსვენებლების პიკური რაოდენობა არ არის, რადგან ჩვენ გვინდა შემოსავლები დავაბალანსოთ. ტურისტულ სეზონზე მსგავსი ღონისძიებების ჩატარება უაზრობაა.” - განმარტა "ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებელმა.

ცნობისთვის, Starring Georgia-ს კამპანიის ფარგლებში, წელს Black Sea Arena-ს სცენის გარდა, კონცერტები თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, მსოფლიო დონის ვარსკვლავების ჩამოსვლა, ხელს შეუწყობს, როგორც ტურისტული რაოდენობის, ასევე შემოსავლების გაზრდას და ქვეყნის იმიჯის ამაღლებას. დაგეგმილი კონცერტების მეშვეობით შემოსავლების ზრდას ელოდება პრემიერიც. როგორც მან გუშინდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ქვეყანა შემოსავლის სახით 100 მილიონ ლარზე მეტს მიიღებს.