მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონპროექტი მზადაა - დოკუმენტი პარლამენტს გადაეგზავნება

5e4cd16101956
ინგა მურუსიძე
19.02.20 10:16
1107
ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, - ასე წარადგინა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ფონდების შესახებ კანონის პროექტი, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა და განსახილველად პარლამენტს გადაეგზავნება.

მისივე თქმით, ფონდების შესახებ კანონზე მუშაობა მიმდინარეობდა დაახლოებით 4 წელი და გახარიას შეფასებით, მუშაობა დასრულდა წარმატებულად.

„ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ის გახლავთ აუცილებელი კანონი კაპიტალის ბაზრის შემდგომი განვითარებისთვის. კაპიტალის ბაზრის განვითარება არის ერთადერთი და ყველაზე ეფექტური საშუალება ეკონომიკაში ფინანსური რესურსის გადანაწილებისთვის. დღეს დავასრულეთ მუშაობა და შესაბამისი კანონმდებლობა გაეგზავნება პარლამენტს, ის ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ბიზნეს გარემოს განვითარების და უცხოური კაპიტალის მოზიდვისთვის. ეს იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ კაპიტალის გადანაწილებისთვის კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის როგორც ფონდების შესახებ კანონი, რომელიც დღეს იქნება წარმოდგენილი, იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გახარიამ.

"საინვესტიციო ფონდების შესახებ" კანონის პროექტი, რომლის ინიცირებაც პარლამენტში უახლოეს მომავალში იგეგმება, მიზნად საქართველოში საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებისთვის შესაბამისი წესების დადგენას და თავისუფალი კონკურენციის უზრუნველყოფას ისახავს.

კანონით საინვესტიციო ფონდების შექმნისა და მათ მიერ საქმიანობის განხორციელების მარეგულირებელი წესებისა და ინვესტორთა ინტერესების დაცვის სამართლებრივი საფუძვლების დადგენა უნდა მოხდეს.

კანონი გავრცელდება საინვესტიციო ფონდებზე და აქტივების მმართველ კომპანიებზე, აგრეთვე სხვა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, რომლებიც ჩართული არიან საინვესტიციო ფონდის აქტივების ინვესტირების, მართვის, შენახვის, ადმინისტრირების და აღრიცხვა-რეგისტრაციის საქმიანობაში.