მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინვესტიციო ფონდებზე კანონი მთავრობაზე განსახილველად ერთ კვირაში გავა-პრემიერის მრჩეველი

5e3828ceb1d1e
თელარა გელანტია
03.02.20 19:00
1045
ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ერთ კვირაში საინვესტიციო ფონდების კანონი მთავრობის სხდომას წარედგინება.

ამის შესახებ ლილუაშვილმა ინვესტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„კონკრეტული შედეგი, რაც ამ შეხვედრას მოჰყვა, ეს არის საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონი და ზოგადად კაპიტალის ბაზრის მიმართულება. საინვესტიციო ფონდების კანონი, ერთ კვირაში წარედგინება მთავრობის სხდომას განხილვისთვის და შემდგომ პარლამენტში გაგზავნისთვის. განსაკუთრებული, რაც კანონს ახასიათებს და მნიშვნელოვანია, ეს არის საგადასახადო დაბეგვრის რეჟიმები, რომლებიც საინვესტიციო ფონდებისთვის მნიშვნელოვნად განსხვავებული იქნება და ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, მათ შორის საინვესტიციო ფონდების კუთხით”, - განაცხადა ლილუაშვილმა.