მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საინვესტიციო კლიმატი, გამოწვევები ტურიზმში - ICC-Georgia საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას მართავს

5e54d7eebef37
თელარა გელანტია
25.02.20 12:13
1404
დღეს, 17:00 საათზე, „სასტუმრო ჰოლიდეი ინში“ საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი 2020 წლის პირველი საკონსულტაციო საბჭოს შეხვედრას მართავს.

როგორც bm.ge-ის ICC-Georgia-დან აცნობეს, შეხვედრის ძირითადი თემა იქნება საქართველოს ეკონომიკური განვითარება და ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის ზოგადი მიმოხილვა, ასევე ტურიზმის სექტორში არსებული გამოწვევები.

დღის წესრიგის თანახმად, მომხსენებლები იქნებიან გიორგი ჩერქეზიშვილი, ფადი ასლი, ამირან ივანიძე, გიორგი ხისტოვანი და ზვიად ჭუმბურიძე.

პრეზენტაციების შემდეგ გაიმართება ღია დისკუსია საკონსულტაციო საბჭოს წევრებს, საერთაშორისო სავაჭრო პალატის წევრებსა და მოწვეულ მომხსენებელს შორის.

„საკონსულტაციო საბჭო ერთადერთი და გამორჩეული ორგანოა საქართველოში არსებულ ბიზნეს ორგანიზაციებს შორის, რომლის შემადგენლობაშიც შედის რვა ელჩი, სამი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტისა და ორი საერთაშორისო ორგანიზაციის თავმდჯომარეები. ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვის შემდეგ დიპლომატები რეგულარულად ურთიერთობენ მთავრობასთან, რათა მაქსიმალური შედეგი იქნეს მიღწეული ბიზნესისა და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებისათვის.

საერთაშორისო სავაჭრო პალატის ეროვნული კომიტეტი საქართველოში არის უმსხვილესი ბიზნეს ორგანიზაცია მსოფლიოში, რომელიც აერთიანებს 6.5 მილიონ ბიზნეს ორგანიზაციასა და 12.000 სავაჭრო პალატას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა რეგულარულად კონსულტაციებს გადის გლობალურ დონეზე ისეთ ორგანიზაციებთან, როგორიცაა: G8, G20, მსოფლიო ბანკი, WTO, WCO და UN. საქართველოში, საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი და ყველაზე გავლენიანი ბიზნეს ორგანიზაცია, რომელიც აერთიანებს 350-ზე მეტ კორპორატიულ წევრს, ახალგაზრდული პროექტის სტუდენტებს, 28 ბიზნეს და არასამთავრობო ორგანიზაციას“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.