საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ) გრძელვადიან პერიოდში მსხვილი საინვესტიციო პროექტების შეჩერებასა და გადავადებას ვარაუდობს. ამის შესახებ ბუნებრივი გაზის ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაშია საუბარი, სადაც კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემები და მოსალოდნელი დაბრკოლებებია მიმოხილული.
“მოკლე და საშუალო ვადიანი პერიოდის ძირითადი პრობლემა, სავარაუდოდ, მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტებისათვის საჭირო მასალებისა და მოწყობილობის მოწოდება იქნება, რადგან:
ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაციისათვის ძირითადად იმპორტული საქონელი გამოიყენება, რომლის შეძენა და მოწოდება, ლოგისტიკურ პრობლემებთან დაკავშირებით გაძნელდება;
იმ ქვეყნებში, რომლებიც სამშენებლო მასალებისა და მოწყობილობის ძირითადი მომწოდებლებია (თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, რუსეთი, ჩინეთი) კორონავირუსთან დაკავშირებული მოვლენები უფრო კრიტიკულად ვითარდება, რამაც ეკონომიკური აქტივობის შენელება და ზოგ სექტორში პრაქტიკული შეჩერებაც გამოიწვია. შესაბამისად, მოსალოდნელია მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში მრეწველობის სრულ გამოცოცხლებამდე, ბაზარზე ინფსატრუქტურული პროექტებისათვის საჭირო მასალების, მილების, სახაზო და საკონტროლო-მარეგულირებელი არმატურისა და მოწყობილობის დეფიციტის წარმოქმნა თანმდევი ფასების მატებით, ხოლო ზოგ შემთხვევაში კი მწარმოებელი ქვეყნის შეზღუდვების დაწესება სტრატეგიული პროდუქტის ექსპორტზე, საკუთარი ბაზრის დაცვის მიზნით;
ლარის კურსის მნიშვნელოვანი გაუფასურების გამო შემცირდება სექტორში მომუშავე კომპანიების, მათ შორის სნგკ-ის შემოსავლები სხვა საქმიანობიდან, რაც დღესდღეობით ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს (ქვეყნის მთავრობის პოლიტიკა ე.წ. „სოციალური“ მომხმარებლებისათვის გაზის ტარიფის უცვლელობის კურსის შესახებ, პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის ტრანსპორტირების ტარიფითა და ოპერატორი კომპანიის მიერ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის იჯარის გადასახადით ახალი პროექტების ფინანსურ უზრუნველყოფას). შესაბამისად, იმპორტული მასალებისა და მოწყობილობის ფასების სავარაუდო ზრდისა და ლარის დევალვაციის გამო, მნიშვნელოვნად გაიზრდება პროექტების რეალიზაციის ღირებულება, რაც შეზღუდული საფინანსო რესურსების პერიოდში დაგეგმილი სარეალიზაციო პროექტების მოცულობის შემცირების, ან მოგვიანებით დაწყების წინაპირობა გახდება.
გრძელვადიან პერიოდში შესაძლებელია მსხვილი საინვესტიციო პროექტების (მაგალითად მიწისქვეშა გაზსაცავის, კომბინირებული ციკლის თბოელექტროსაგურის, ფოთისა და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონების ინდუსტრიული ობიექტების და ა.შ.) შეჩერება და გადავადებაც, რაც შესაბამისად, განაპირობებს მათი გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობის გადავადებასაც. აღნიშნული ფაქტორი აგრეთვე უნდა იქნეს გათვალისწინებული ინფრასტუქტურის განვითარების გრძელვადიანი პროგრამის რაციონალური დაგეგმვისათვის”, - წერია ათწლიან დოკუმენტში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა გაზსაცავის მშენებლობას გეგმავდა, თუმცა პროექტისთვის გათვალისწინებული თანხა - KFW-ს 120 მლნ ევროს მოცულობის სესხი პანდემიის მართვისთვის საჭირო ღონისძიებებისთვის დახარჯა. შესაბამისად, გაზსაცავის დაფინანსების წყარო ამ ეტაპზე უცნობია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება