04.აპრილი.2016 12:20
ეკონომიკა

საჯარო რეესტრის სერვისებით სარგებლობა PayBox-ის აპარატებითაც გახდა შესაძლებელი

საჯარო რეესტრის სერვისებით სარგებლობა PayBox-ის აპარატებითაც გახდა შესაძლებელი
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დისტანციური სერვისები მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა. ამიერიდან მათ საშუალება აქვთ სააგენტოს მომსახურებებით დისტანციურად უკვე „ნოვა ტექნოლოჯის“ PayBox-ის აპარატებითაც ისარგებლონ.
 
PayBox-ის აპარატებით მოქალაქეებს უძრავი ქონების რეესტრიდან ამონაწერის ან საკადასტრო გეგმის მიღების და ტექნიკური ხარვეზის შესწორების საშუალება აქვთ.

სერვისის მისაღებად მოქალაქემ PayBox-ის აპარატში მომსახურების სასურველი ტიპი უნდა შეარჩიოს, შესაბამისი ფორმა შეავსოს, მომსახურების ვადა, საფასური და დაინტერესებული პირის რეკვიზიტები მიუთითოს, უძრავი ქონების იდენტიფიკაციის შემდეგ კი ტელეფონის ნომრის ველი შეავსოს. დაინტერესებული პირი სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მოკლე ტექსტური შეტყობინებით სწორედ ამ ნომერზე მიიღებს. იმ შემთხვევაში კი, თუ მოქალაქე სერვისის საფასურს ზედმეტად გადაიხდის, ხურდის სახით თანხა მას ამავე ნომერზე დაერიცხება.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, PayBox-ის აპარატებით ამონაწერის განახლებას მოქალაქე ნაკლებ საფასურად შეძლებს: ამონაწერის 1 დღის ვადაში განახლება 15 ლარის ნაცვლად 10 ლარი ღირს, იმავე დღეს მომზადება კი - 40 ლარი, 50-ის ნაცვლად. საკადასტრო გეგმის 1 დღის ვადაში განახლება კვლავაც 5 ლარია, იმავე დღეს კი - 20 ლარი. ტექნიკური ხარვეზის შესწორების სერვისით სარგებლობა კი უფასოა.

"ჩვენთვის, როგორც მოქალაქეზე ორიენტირებული უწყებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისტანციური არხების გაფართოება და მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტული მომსახურების შეთავაზება. ეს დისტანციური არხები მოქალაქეებს საშუალებას აძლევს ჩვენი სერვისები საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მოსვლის გარეშე მიიღონ და დრო დაზოგონ. ვფიქრობთ, PayBox-ის აპარატებით მომხმარებლები აქტიურად ისარგებლებენ", - აცხადებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

24.მაისი.2019 00:20
56

ტექნოლოგიურ ომს ჩინეთს იაპონიაც უცხადებს

ვრცლად
23.მაისი.2019 23:20
100

"საბანკო რეგულაციების გამო გარკვეულ ოპტიმიზაციას და გადაწყობას ჰქონდა ადგილი"

ვრცლად
23.მაისი.2019 22:35
610

პრემიერი: ქვეყნის ბიუჯეტი 150 კომპანიაზეა დამოკიდებული

ვრცლად
23.მაისი.2019 22:20
91

ქართულ ფურისულას გერმანიაში მედიკამენტების დასამზადებლად გამოიყენებენ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:12
138

მამუკა ბახტაძე ჭარბვალიანობაზე: ეს კიბო ერთხელ და სამუდამოდ მოვაშორეთ

ვრცლად
23.მაისი.2019 22:01
150

მამუკა ბახტაძე: ყოველდღიური ცხოვრების წესად იქცა, ვუყურებთ, რა არის კურსი

ვრცლად