მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საჯარო სამსახურების დიდი ნაწილი უნდა გაუქმდეს" - რომან გოცირიძე

6169c14a26220
თამთა ჯიჯავაძე
15.10.21 21:53
4026
საჯარო სექტორს სჭირდება რეფორმა, საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე "ბიუროკრატიზებული" ქვეყანა, თუმცა, ეს არ ჩანს, ეს ბიუროკრატია ბიუჯეტის სხვადასხვა მუხლებშია გადამალული, - ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ პარლამენტარმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მან არამიზნობრივ ხარჯებზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტს ტვირთად აწევს.

„თქვენ რომ ფინანსთა სამინისტროს მოსთხოვოთ რა რაოდენობის ადამიანია დასაქმებული სახელმწიფო ბიუჯეტით და რამდენს იღებენ ხელფასებს, ვერ გეტყვით. ორჯერ მივწერეთ წერილი, მათ ვკითხე თუ რამდენია ე.წ შტატიანი დასაქმებული და რამდენია ხელშეკრულებით. არ იციან რამდენი ადამიანი იღებს ხელფასს სახელმწიფო ორგანიზაციებიდან, სამინისტრო იქნება, სსიპ-ები თუ სხვა, ამიტომაც იძულებული გავხდი რომ მიმეწერა 115 სსიპ-ისთვის ცაცალკე და გამომეთხოვა მათგან ინფორმაცია. მივიღეთ საოცარი სურათი, გვგონია რომ დასაქმებულია 120 000 ადამიანი, თურმე შტატგარეშეების მესამედი არის „გადამალული“ სხვა მუხლებში. დაახლოებით 300 მლნ ლარით იზრდება მათი შრომითი ანაზღაურება და რა რაოდენობის და რამდენია კიდევ დასაქმებული, ზუსტად არავინ იცის“, - აღნიშნა გოცირიძემ. მისივე თქმით, ბიუროკრატიამ შეჭამა ქვეყნის ბიუჯეტი.

მან საჯარო სექტორის მიმზიდველობასა და მის კერძო სექტორთან მიმართებით კონკურენტუნარიანობის შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა და აღნიშნა, რომ თუ საჯარო უწყებებში ხელფასი არ იქნება ადეკვატური, მოსალოდნელია კორუფციის აღდგენა.

გოცირიძემ ასევე განაცხადა, რომ ის ამ კუთხით ოპტიმიზაციას მხარს აუცილებლად დაუჭერდა , - „ეს არის აუცილებელი, სადაც ათი ადამიანი მუშაობს და ერთი აკეთებს საქმეს“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და შეთანხმება.

„საჯარო სამსახურების დიდი ნაწილი უნდა გაუქმდეს, მათ არავითარი ფუნქცია არ აქვთ. მაგალითად, იყო ენერგეტიკის სამინისტრო, რაში სჭირდებოდა ქვეყანას, მაშინ როდესაც ყველაფერი კერძოა. ეკონომიკის სამინისტროც არ არის საჭირო. მის ქვეშ არსებობს ტურიზმის დეპარტამენტი. რაში სჭირდება ტურიზმის დეპარტამენტს ეკონომიკის სამინისტრო "შეფად", ან გზების დეპარტამენტს?! მთელი სისტემაა შესაცვლელი“, - განაცხადა გოცირიძემ.