მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო სამსახურში დისტანციურზე გასულ დასაქმებულებს მთავრობა ოფისში იბარებს

6239808dd216e
შოთა ტყეშელაშვილი
22.03.22 11:51
3184
დღეს მთავრობის საკოორდინაციო საბჭომ პანდემიური რეგულაციების შემსუბუქების შესახებ მიიღო გადაწყვეტილებები. 28 მარტიდან საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება. ასევე გაუქმდა შეზღუდვა კაფეებსა და რესტორნებში სტუმრების რაოდენობის შესახებ. კიდევ ერთი ცვლილება დისტანციურად მომუშავე მოხელეებს შეეხებათ, მათ მთავრობა ოფისებში იბარებს. 

"დისტანციურზე ვინც იყვნენ საჯარო უწყებებში, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ეს ადამიანები დაუბრუნდნენ ჩვეულებრივ დასწრებულ მუშაობას,"- განაცხადა NCDC-ის უფროსმა ამირან გამყრელიძემ.

უცნობია იმ მოხელეთა რაოდენობა, ვინც ამჟამად ან პანდემიის წინა პერიოდში, დისტანციურად მუშაობდა.