05.ოქტომბერი .2020 09:45

“საჯარო სექტორში საკმაოდ ბევრი ადამიანი მუშაობს” - მინისტრი რეფორმის საჭიროებაზე საუბრობს

views 557
უკან

“საჯარო სექტორში საკმაოდ ბევრი ადამიანი მუშაობს” - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ვანო მაჭავარიანმა გადაცემა FORBES-კვირის ეთერში რეფორმების საჭიროებაზე საუბრისას განაცხადა.

"მაგალითად, ჯანდაცვაში დაწყებული რეფორმა, რომელიც წლის დასაწყისში დაიწყო და იყო მთელი რიგი მნიშვნელოვანი ძვრები, რომელიც შეიძლება პანდემიამ ცოტა შეანელა. საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმებია იქ გასაკეთებელი, რომ ამ ხარჯების სტრუქტურა და ხარისხი გაუმჯობესდეს. განათლების რეფორმამ განათლების ხარჯები და სტრუქტურა უნდა გააუმჯობესოს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის მმართველობითი რეფორმა.

ჩვენ ვამბობთ, რომ ერთ-ერთი დაბალი შრომითი ანაზღაურება გვაქვს, დაბალი გვაქვს თანხაში, ვერ ვიტყვით რომ ცოტა ადამიანი მუშაობს, საკმაოდ ბევრი მუშაობს საჯარო სექტორში, თუმცა დაბალი ხელფასებია", – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, რეფორმა ხარჯების შემცირება კი არ უნდა იყოს, რეფორმა უნდა იყოს უფრო მაღალი ხელფასები, მაგრამ ამავდროულად ცვლილება უნდა მოხდეს რაოდენობრივი კუთხითაც.