მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საჯარო სექტორში ყველაზე მაღალი ხელფასი 467 ათასი ლარია - ვის აქვს ის?

5ff6096904aaa
BM.GE
06.01.21 22:44
21198
საქართველოს საჯარო სექტორში ყველაზე მაღალი ხელფასები არც მინისტრებს და არც სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელებს არ აქვთ. სინამდვილეში ანაზღაურების მხრივ საჯარო სექტორში პირველ ადგილს უცხოეთში მოღვაწე ქართველი დიპლომატები იკავებენ. საქართველოს ელჩებს შორის ანაზღაურების მოცულობით პირველ ადგილზე კახა იმნაძეა, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს წარმომადგენელია. იმნაძე ამ პოსტს 2013 წლიდან იკავებს, 2019 წლის განმავლობაში კი მისმა ანაზღაურებამ $141,483 დოლარი შეადგინა. ეს დღევანდელი გაცვლითი კურსით 467 ათას ლარს (შარშანდელი კურსით 405 ათას ლარს) შეადგენს. გასული წლების განმავლობაში კი კახა იმნაძის დეკლარირებული ხელფასი $860,733 დოლარია (დღევანდელი კურსით 2.8 მლნ ლარი).

კახა იმნაძის მსგავსად 300,000 ლარზე მაღალი ხელფასი ათამდე ქართველ დიპლმატს აქვს. შედარებისთვის, ეს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის ხელფასზე ხუთჯერ მეტია.

საქართველოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ელჩების სია ასეთია:

1 გაეროში საქართველოს წარმომადგენელი კახა იმნაძე - ხელფასი $141,483 ანუ, 467,290 ლარი;
2 UN-ის ჟენევის ოფისში წარმომადგენელი ვიქტორ დოლიძე - ხელფასი €94,800 ანუ, 385,120 ლარი;
3 საქართველოს ელჩი ნიდერლანდებში გიორგი შარვაშიძე - ხელფასი €92,979 ანუ, 377,722 ლარი;
4 საქართველოს ელჩი ესპანეთში ილია გიორგაძე - ხელფასი €85,585 ანუ, 347,684 ლარი;
5 საქართველოს ელჩი ავსტრიაში დავით დონდუა - ხელფასი €85,116 ანუ, 345,779 ლარი;
6 საქართველოს ელჩი საუდის არაბეთსა და წარმომადგენელი OIC-ში ვახტანგ ჯაოშვილი - ხელფასი $102,422 ანუ, 338,279 ლარი;
7 საქართველოს ელჩი დანიაში გიგი გიგიაძე - ხელფასი €78,039 ანუ, 317,029 ლარი;
8 საქართველოს ელჩი ირანსა და პაკისტანში იოსებ ჩახვაშვილი - ხელფასი $95,616 ანუ, 315,801 ლარი;
9 ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი - ხელფასი €74,208 ანუ, 301,466 ლარი;
10 საქართველოს ელჩი საბერძნეთში იოსებ ნანობაშვილი - ხელფასი €73,000 ანუ, 296,558 ლარი;
11 საქართველოს ელჩი მექსიკასა და ჰონდურასში ზურაბ ერისთავი - ხელფასი  $85,323 ანუ, 281,805 ლარი;
12 საქართველოს ელჩი შვედეთსა და ფინეთში მალხაზ კაკაბაძე - ხელფასი €68,533 ანუ, 278,411 ლარი;
13 საქართველოს ელჩი სამხრეთ აფრიკაში ბექა დვალი - ხელფასი  $84,167 ანუ, 277,987 ლარი;
14 საქართველოს ელჩი ჩინეთში არჩილ კალანდია - ხელფასი  $84,036 ანუ, 277,554 ლარი;
15 საქართველოს ელჩი ნორვეგიაში მაია ყიფშიძე - ხელფასი €66,641 ანუ, 270,725 ლარი.

აშშ-ში საქართველოს ელჩის დავით ბაქრაძის ანაზღაურება სხვა დიპლომატებთან შედარებით დაბალია და ის $67,874 დოლარს შეადგენს.

თითოეული ელჩის ანაზღაურება მათ მიერ შევსებული უკანასკნელი ქონებრივი დეკლარაციიდან არის აღებული, ხოლო ხელფასის მოცულობა კი დღევანდელი გაცვლითი კურსით არის კონვერტირებული.