27.მარტი .2020 10:20

საკარანტინო ზონებში ათენი-თბილისის რეისით ჩამოსული მგზავრები გადაიყვანეს

views 230
უკან

მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს თანამოქალაქეების დაბრუნების პროცესი მიმდინარეობს.

ერთერთი ასეთი რეისი, ათენი-თბილისი-ათენი 24 მარტს განხორციელდა. რეისის მგზავრები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ ორგანიზებულ საკარანტინო სივრცეებში განთავსდნენ. „ეგეოსის ავიახაზების“ საჰაერო ხომალდით ათენი საქართველოს 121 - მა მოქალაქემ დატოვა, მათ შორის იყვნენ სტუდენტებიც. თანამოქალაქეების თბილისში დაბრუნების პროცესში აქტიურად იყო ჩართული საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

"ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამშობლოში დაბრუნებული თანამოქალაქეებისთვის სასტუმროები თბილისსა და რეგიონებში უზრუნველყო, სადაც ყველა პირობაა შექმნილი კარანტინში მყოფ პირთა მაქსიმალური კომფორტისთვის. მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან სამჯერადი კვებით, ინდივიდუალური სამედიცინო ინვენტარით, იმყოფებიან ექიმები მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ",- ნათქვამია ადმინისტრაციის განცხადებაში. 

10 აპრილამდე ევროპის მიმართულებებიდან კიდევ 4 რეისია ჩანიშნული. 26 მარტი - თბილისი - ვენა - თბილისი,31 მარტი - თბილისი - ამსტერდამი - თბილისი, 3 აპრილი - თბილისი - ათენი - თბილსი, 10 აპრილი - თბილისი - ლარნაკა - თბილისი.

ამ ეტაპზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საქართველოს მასშტაბით საკარანტინო ზონები 59 სასტუმროშია მოწყობილი სადაც 4154 ადამიანია განთავსებული.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა