მარნეულსა და ბოლნისში მდებარე ბრენდული კომპანიების გასამართი ყველა სადგური მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში აგრძელებს მომხმარებელთა - როგორც ადგილობრივ მაცხოვრებელთა, ისე სხვადასხვა სპეციალური დავალებებით ადგილზე მყოფი სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა საწვავით უზრუნველყოფას, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის ხელმძღვანელი შავლეგ მიშველაძე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ადგილზეა გასამართი სადგურების ყველა თანამშრომელი. აღნიშნულ ორ რაიონში, ხუთი ბრენდული კომპანიის 16 გასამართი სადგური ფუნქციონირებს - ჯამში, 140-მდე დასაქმებული ადამიანით. სამუშაო პროცესი მიმდინარეობს ცვლებად, შესაბამისი გრაფიკის თანახმად და რაც მთავარია - უსაფრთხოების წესების სრული დაცვით.
“ძალზე მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად საკარანტინო პირობებისა, რათქმაუნდა განსაზღვრული წესების სრულად დაცვით, ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების შესაძლებლობა - ამ გადასახედიდანაც ძალზე მნიშვნელოვანია ბრენდული გასამართი სადგურების მზაობა უზრუნველყონ მომხმარებლები ნებისმიერი ტიპის საწვავით შეფერხების გარეშე”, - განაცხადა შავლეგ მიშველაძემ.
აღსანიშნავია, რომ საკარანტინო რეჟიმის შემოღებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა თითოეული ბრენდული ნავთობკომპანიის დღის წესრიგში. საწვავით მომარაგება ხორციელდება შესაბამის სამსახურებთან სრული კოორდინაციით. ნავთობპროდუქტების გადამზიდავი ტრანსპორტის პერსონალი ასევე ეკიპირებულია უსაფრთხოების პირობების მოთხოვნათა შესაბამისად.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი