მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკითხები, რომლებიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს

62fa26fd48154
გიორგი თოლორდავა
15.08.22 15:40
1034
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა.

ადმინისტრაციის ცნობით, მინისტრმა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა, მათ შორისაა:

1. პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“;

2. პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის ფორმით პრივატიზების შესახებ”;

3. პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ბობოყვათისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;

4. პროექტი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „შავი ზღვის სამოთხე 1“ - სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისა და იჯარის უფლებით გადაცემის თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ”;

5. პროექტი "საქართველოს მთავრობასა და შპს ,,ვენტო ენერჯის’’ შორის ,,ურბნისის ქარის’’ ელექტროსადგურის შესახებ დასადები ხელშეკრულების თაობაზე“;

6. პროექტები "საგადასახადო შეთანხმებების გაფორმების შესახებ“;

7. პროექტები "პირისათვის საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მინიჭების შესახებ”;

8. პროექტი "ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესისა და კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ“;

9. პროექტი "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე”;

10. პროექტი "საპილოტე პროგრამა ქალებისთვის“ დამტკიცების შესახებ”;

11. პროექტი "2022 წლის რთვლის ორგანიზებულად ჩატარებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 25 ივლისის N1327 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ”.