საქართველოს გენერალური აუდიტორის ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, პარლამენტმა გაითვალისწინა მისი სამსახურისა და სამოქალაქო საზოგადოების შენიშვნები, რის შედეგადაც დღის წესრიგიდან მოიხსნა პროექტი, რომლითაც აუდიტის სამსახურს მედიის რეგულირება დაევალებოდა. მიღწეული შეთანხმების შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” გენერალურმა აუდიტორმა ისაუბრა.
“ჩვენ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია და ეს იყო ჩვენი საერთაშორისო პარტნიოროების ერთ-ერთი რეკომენდაცია და სურვილი, რომ სახელმწიფოს სარეკლამო ხარჯების მეტი კონტროლი მოეხდინა. თუმცა, აქ მინდა გითხრათ, რომ გასათვალისწინებელია არსებული კანონმდებლობა, არსებული რეალობა. ჩვენ ჩვენი პოზიცია გავუზიარეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, მედიას და პარლამენტს, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ტიპის ჩართულობა სახელმწიფოს მხრიდან არ არის მიზანშეწონილი. არსებული კანონმდებლობით ისედაც გვევალება მონიტორინგი და თუ ჩვენ ვხედავთ, რომ ხდება უკანონო შემოწირულობა რეკლამის სახით, ჩვენ ამას მივადევნებთ ყურადღებას. თუმცა, მედიას ჰყავს თავისი მარეგულირებელი ორგანო. ჩვენ ვართ უმაღლესი მაკონტროლებელი უწყება, ამიტომ ამ ნაწილში ჩვენი ამ ფორმით შესვლა პროცესში არ იქნებოდა ეფექტური. იქნებოდა დუბლირება საკითხების. ამიტომ, ეს გაიზიარა პარლამენტმა, მოხდა მედიის, არასამთავრობოების და ჩვენი პოზიციის გაზიარება და საკითხი არის მოხსნილი დღის წესრიგიდან,”- განაცხადა ირაკლი მექვაბიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის აპარატის მიერ მომზადებული კანონპროექტით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის საარჩევნო პერიოდში მედიის რეგულირების უფლებების მინიჭება იყო დადგენილი, კერძოდ:
- ცვლილებები ადგენდა მედიის ანგარიშვალდებულებას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წინაშე;
- ამასთანავე, მედიის მიერ ანგარიშვალდებულების დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა ან არასათანადოდ შესრულება გამოიწვევს მედიასაშუალების დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა