მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკლუბო ბიზნესი თბილისში წინასაახალწლო დღეებში 10 000-იან საპროტესტო აქციას აანონსებს

61c61530dca19
თამთა ჯიჯავაძე
24.12.21 22:42
797
საკლუბო ბიზნესის წარმომადგენლები უახლოეს დღეებში 10 000-იან საპროტესტო აქციას აანონსებენ. როგორც bm.ge-ს ინდუსტრიის წარმომადგენელმა, დავით ლეჟავამ განუცხადა, ისინი დათმობას არ აპირებენ.

„ჩვენ ვფიქრობთ რომ არასწორად მოგვექცა მთავრობა, ჩვენ ვაკეთეთ კვლევები და მოვიფიქრეთ როგორ ჩაგვეტარებინა უსაფრთხო ღონისძიება. ამიტომაც ვგეგმავთ მასშტაბურ აქციას. მას შეუერთდება ყველა მუსიკალური სივრცე, კლუბი, დიჯეი და პრომოუტერი. ეს იქნება 10 000-15 000-იანი აქცია“, - აღნიშნა მან.

მისივე ცნობით, კლუბ „ბასიანთან“ ცოტა ხნის წინ პოლიცია და შრომის ინსპექცია იყო მისული, სადაც მათ მოითხოვეს იქ შეკრებილი ხალხის დაშლა.

„მათ სცადეს "ბასიანის" მფლობელისთვის დოკუმენტების დასტის გადაცემა, რომელიც სავარაუდოდ გაფრთხილებებს შეიცავდა, თუმცა, მფლობელმა ის მაინც არ დაიტოვა, მათ მოითხოვეს ხალხისგან სივრცის დაცლა. ეს აბსურდია. ჩვენ - ამ ინდუსტრიის წარმომადგენლები, არ დავიშლებით. ეს იქნება ჩვენი საპროტესტო აქციის პირველი საფეხური“, - აღნიშნა დავით ლეჟავამ.

ცნობისთვის, ღამის კლუბებს მუშაობის აღდგენის უფლება არ მისცეს.