მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საკოორდინაციო საბჭოს შექმნიდან 3 თვის შემდეგაც სადაოა, როდის იქნება კონკრეტული გეგმა"

5ea0185329318
ელენე გოგბერაშვილი
22.04.20 14:55
1225

"საკოორდინაციო საბჭოს შექმნიდან 3 თვის შემდეგ ისევ სადაოა, როდის იქნება წარმოდგენილი კონკრეტული გეგმა",  - ამის შესახებ პლენარულ სესიაზე, სადაც საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას კენჭი უნდა უყარონ, ფრაქცია "ევროპული-საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

"საკოორდინაციო საბჭოს შექმნიდან 3 თვის შემდეგაც ამ დარბაზში ახლაც სადაოა, როდის უნდა იქნას წარმოდგენილი კონკრეტული ნაბიჯების გეგმა, როგორც ჯანდაცვის, ისე ეკონომიკის მიმართულებით. ის, რომ ეს გეგმა დღეს წარმოდგენილი არ არის, არც პრემიერი, არც ჯანდაცვის, არც ეკონომიკის და არც ფინანსთა მინისტრები ამას არ ესწრება ეს პირადად ჩემთვის გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ 8 წლის განმავლობაში ვუყურებთ ჩვენ იმას, რომ არცერთ კრიზისზე, ლარის ვარდნას გაგახსენებთ, მთავრობას ადექვატური რეაქცია არ ჰქონია და შესაბამისად, რატომ უნდა ველოდეთ, რომ ახლა იქნებოდა, სამწუხაროდ ასეთ მწვავე კრიზისის დროს.

მთავრობის ეფექტიანობა არ არის ყველაფრის ჩაკეტვის ხარჯზე, ინფიცირების ამ რიცხვების შენარჩუნება. ჯერ ერთი, როცა ჩაკეტვაზე ვლაპარაკობთ, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ აღსრულებაც არ ხდება სათანადოდ იქიდან გამომდინარე, რომ მთავრობას უნდა ანგარიში გაუწიოს იმ ფანატიკოსებს, რომლებიც სარგებლობენ საქართველოს 95%-ის კანონმორჩილებით და სახლში ჯდომით. პრაქტიკულად უაზროს ხდიან იმ ეკონომიკურ ზიანს, რაშიც ყველა მოქალაქეა ჩარჩენილი.

მთავრობა გვთავაზობს, რომ ერთი თვით გავაგრძელოთ საგანგებო მდგომარეობა, როცა ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ და დავიმოწმებ ამერიკის დაავადებათა კონტრლის ცენტრის ხელმძღვანელის გუშინდელ განცხადებას, რომ ძალიან მძიმე, უფრო მძიმე იქნება მომავალი ზამთარი და რას აპირებთ მეგობრებო, იმ პირობებში, როცა საერთოდ არ აპირებთ ფიქრს იმაზე, რა უნდა ეშველოს ეკონომიკას, როგორ გაიხსნას ცალკეული ბიზნესები, როგორ ვიცხოვროთ ამ ვირუსთან ერთად ისე, რომ გავუძლოთ გაჭირვებას. ან როგორ ვაპირებთ გაგრძელებას, როცა ჯანდაცვის მინისტრი თებერვალში გვეუბნება, რომ 2000 საწოლია და არაფრის უნდა გვეშინოდეს და ახლა როცა გვეუბნებიან, რომ პიკი გვიახლოვდება, გვიცხადებს, რომ 850-ზე მეტ პაციენტს უბრალოდ ვერ მოუვლის სისტემა, როგორ აპირებთ ასე გაგრძელებას?!", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.