მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“საკრებულო ნოტარიული ორგანო გახდა” - დეპუტატი

64186bf36443d
ანუკა ჯოხაძე
20.03.23 19:00
658
დღეიდან A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიების გაცემა ძველი სისტემით შეწყდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ვინც 20 მარტამდე A კატეგორიის ტაქსის ლიცენზია აიღო, ის 1 აპრილიდან მათ უვადო სარგებლობაში გადაეცემა.

ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპით გათვალისწინებული ცვლილებებზე გასული კვირის ბოლოს საკრებულოში იმსჯელეს. როგორც საკრებულოს უმრავლესობაში ამბობენ, ტაქსების ბაზარი ისედაც გაჯერებულია, შესაბამისად, ეს ცვლილებები აუცილებელი იყო. ამის პარალელურად კი საკრებულოს ოპოზიციის წევრი მიხეილ კაკაურიძე ამბობს, რომ რომ 2 დღით ადრე აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა არასწორი იყო და მას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ჰქონდა.

“ტაქსების მესამე ეტაპით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტი საკრებულოში მის განხილვამდე 1 დღით ადრე შემოვიდა. გვესმოდა მერის განცხადებები, საიდანაც რაიმე კონკრეტული დასკვნების გამოტანა რთული იყო.

ამაში დავრწმუნდით, როცა დადგენილების პროექტი შემოვიდა. იყო მსჯელობა, შენიშვნები, მაგრამ უმთავრესი, რაც მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ძალიან ცუდია, როცა პროექტი საკრებულოში განსახილველად შემოდის 17 მარტს, ის კი უნდა ამოქმედდეს 20 მარტს. საკრებულო არის დადგენილებების გამტარი, რომელიც წინასწარ შეთანხმებულ პროექტებს ეხება.

საკრებულო გახდა ნოტარიუსის მოვალეობების მქონე ორგანო და არა რეალური საკითხების განსახილველი ადგილი", - აცხადებს საკრებულოს წევრი მიხეილ კაკაურიძე.