მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკრუიზო ლაინერ Royal Caribbean-ზე კორონავირუსისგან ინფიცირების 82 შემთხვევა დაფიქსირდა

5e5cad7885fc0
ნათია თაქთაქიშვილი
02.03.20 11:00
1653
საკრუიზო ლაინერ Royal Caribbean-ზე, რომელიც ცოტა ხნის წინ ბალტიმორის პორტში შევიდა, კორონავირუსისგან ინფიცირების 82 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფომაციას Fox News-ი ავრცელებს.

ბალტიმორის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის მიხედვით, საკრუიზო ლაინერის სტუმრებს და გემის ეკიპაჟის წევრებს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდათ. პროტოკოლის მიხედვით, ადამიანები, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, იზოლაციაში გადაიყვანეს.  

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბალტიმორის შემდეგ საკრუიზო ლაინერმა გეზი პუერტორიკოსკენ უნდა აიღოს, მაშინ როცა დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი აცხადებს, რომ საკრუიზო ლაინერის მგზავრები გემზე არ დაიშვებიან თუკი სპეციალურ სკრინინგს არ გაივლიან და კორონავირუის ტესტზე ნეგატიური პასუხები არ ექნებათ.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუისთ ინფიცირებულთა რაოდენობამ 89,081 შეადგინა, 3,057 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 45,149 - გამოჯანმრთელდა.