06.დეკემბერი.2018 16:31
ეკონომიკა, მსოფლიო, ბიზნესი

საკუთრების დაცვის ინდექსში საქართველოს რეიტინგი 14 პოზიციით გაუმჯობესდა

საკუთრების დაცვის ინდექსში  საქართველოს რეიტინგი 14  პოზიციით გაუმჯობესდა
საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსში საქართველო 74-ე ადგილს იკავებს.

ინდექსი სულ 125 ქვეყანას მოიცავს.

როგორც Forbes Georgia წერს, რეიტინგში საქართველოს მეზობლები ხორვატია და ტუნისი არიან.

საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსს (International Property Rights Index) ამერიკული ორგანიზაცია „საკუთრების უფლებების ალიანსი“ (Property Rights Alliance) ყოველწლიურად აქვეყნებს.

2017 წელს საქართველო აღნიშნულ ინდექსში 88-ე ადგილზე იყო ანუ ბოლო ერთ წელში პოზიცია 14 საფეხურით გაიუმჯობესა.

საკუთრების დაცვის დონე მაქსიმუმ 10 ქულით ფასდება.

საქართველოს 5.1 ქულა აქვს (წინა წელთან შედარებით 0.44-ით გაიზარდა).

საკუთრების დაცვის საერთაშორისო ინდექსი სამი ძირითადი კომპონენტისგან შედგება, ესენია: ქვეყნის სამართლებრივი და პოლიტიკური გარემო, ფიზიკური საკუთრების დაცვა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა. სამართლებრივ და პოლიტიკურ გარემოში საქართველოს 5.3 ქულა აქვს (წინა წელთან შედარებით 0.04-ით შემცირდა), ფიზიკური საკუთრების დაცვაში- 7.1 (წინა წელთან შედარებით 1.3-ით გაიზარდა), ხოლო ინტელექტუალური საკუთრების დაცვაში - 3 ქულა (წინა წელთან შედარებით 0.05-ით გაიზარდა).

რეიტინგში პირველ ადგილზე ფინეთია, ბოლო - 125-ე ადგილზე კი - ჰაიტი.

19.მაისი.2019 14:21
10

რა მოცულობის FDI-ს ელოდება საქართველო 2019 წელს? - ნათია თურნავას პასუხი

ვრცლად
19.მაისი.2019 13:30
66

ბიომეწარმეების ხმა პრემიერს - რა შეღავათები სჭირდება ბიზნესს?

ვრცლად
19.მაისი.2019 11:51
174

მინისტრი: უნდა ვიყოთ უფრო პროაქტიულები ანუ შემოვიყვანოთ მიზნობრივი ინვესტორები

ვრცლად
19.მაისი.2019 11:10
402

მარტვილში მდებარე ლებარდეს ხეობა, შესაძლოა, ოთხსეზონიან კურორტად იქცეს

ვრცლად
19.მაისი.2019 10:30
92

დღეს, საქართველოს IMF-ის მმართველი დირექტორი ეწვევა

ვრცლად
19.მაისი.2019 00:03
359

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

ვრცლად