მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკვები და შოპინგი - საქართველოს მოქალაქეების ძირითადი ხარჯები საზღვარგარეთ მოგზაურობისას

5ddc01d0c2a87
BM.GE
25.11.19 21:10
1868
2019 წლის III კვარტალში საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 599.9 მილიონი ლარი შეადგინა. ამის შესახებ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.

საქსტატის ცნობით, ვიზიტზე საშუალო ხარჯი 857.7 ლარს გაუტოლდა.

საშუალოდ ერთ ვიზიტზე დახარჯული თანხის ყველაზე დიდი წილი საკვებსა და სასმელზე მოდის, რაშიც საშუალოდ საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორები 298.4 ლარს ხარჯავენ, მას მოჰყვება საყიდლები 263.3 ლარით და განთავსება 142.2 ლარით. ასევე, გასართობი, გამაჯანსაღებელი, კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის 69.8 ლარს ხარჯავენ, ადგილობრივ ტრანსპორტში კი 43.9 ლარს, ხოლო სხვა დანარჩენში 40.1 ლარს.