მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკვები პროდუქტების დეფიციტის შექმნის მიზეზებიც კი არ არსებობს - GDBA

5e57a6da92179
ვიქტორია მღებრიშვილი
27.02.20 16:40
1472
"წარმოუდგენელი მარაზმი მოხდა გუშინ, როცა დაიტაცეს პროდუქტი" - ამის შესახებ BM.GE-ის საქართველოს დისრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა.

მისი თქმით, საკვები პროდუქტების დეფიციტის შექმნის მიზეზებიც კი არ არსებობს.

„საზღვარი ჩაკეტილია რამდენიმე ქვეყანასთან ფიზიკური პირებისთვის. პროდუქტი უპრობლემოდ შემოდის იმ ქვეყნებიდან, რომლებიც არიან ჩვენი სურსათის ძირითადი მომწოდებლები, არსად პრობლემა არ არის და ყველა მხრიდან ღიაა. წარმოუდგენელი მარაზმი მოხდა გუშინ, რომ დაიტაცეს პროდუქტი; ეს მიანიშნებს ერის გაუნათლებლობაზე. პანიკის საფუძველი არ არსებობს. მარაგები არის საკმარისი, საზღვრებიც რომ ჩაიკეტოს, იმდენი მარაგია ქვეყანაში, რომ დეფიციტი არ შეიქმნება“, - განაცხადა დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარემ.