მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საკვირაო წირვა ჩატარდება, ვიზრუნებთ, მრევლმა დისტანცია დაიცვას" - საპატრიარქო

5e76623f610b0
ინგა მურუსიძე
21.03.20 22:54
1645
განცხადებამ, რომ 10-კაცზე მეტი ადამიანის შეკრება არ არის დაუშვებული, გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა და ბევრი შეკითხვები გააჩინა ეკლესიაში, მრევლში და სასულიერო პირებში, ამიტომ დღეს შევეცადეთ, რომ მიგვეღო განმარტებები უფრო დეტალურად, - ამის შესახებ საპატრიარქოს პრეს-სპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

მისი ინფორმაციიღთ, პრემიერი გიორგი გახარია დღეს საპატრიარქოში იმყოფებოდა და ღვთისმსახურებმა მოისმინეს, რომ "ეკლესიის მსახურებასთან დაკავშირებით 10-კაცზე მეტის შკრების პრინციპის აკრძალვა, ბუკვალურად არ უნდა გავიგოთ".

„გვითხრეს, რომ საგანგებო მდგომარეობა თავის მიზნებს ემსახურება. ამ შემთხვევაში კი მიზანი არის, რომ სიმჭიდროვე არ იყოს შეკრების დროს და დაცული იყოს დისტანცია. სინოდის გუშინდელ ოქმშიც იყო საუბარი, რომ მრევლმა უნდა გაითვალისწინოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები. მივიღეთ განმარტება ეკლესიაში მსახურების დროს მრევლის დგომასთან დაკავშირებით, დამსწრე ადამიანებს შორის უნდა იყოს შესაბამისი დისტანცია. ეს არის ჩვენი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა.

ვხედავთ, რომ მძიმე მდგომარეობაშია ბევრი ქვეყანა და იქ მომხდარი ეპიდემია გარკვეული დასკვნების გაკეთების საშუალებას გვაძლევს“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა საგანგებო მდგომარეობის ვადამ გადმოიწიოს, თუ ამის საშუალებას მთავრობას განვითარებული მოვლენები მისცემს, რათა სააღდგომოდ მლოცველებისთვის არ შეიქმნას დისკომფორტი.   

„დღესასწაულებზე შეიძლება იყოს ბევრი ხალხი და ჩვენ ვიცით, რომ აღდგომის მარხვის პერიოდი არის სხვადასხვა დღესასწაულით და მსახურებით დატვირთული. ნაწილი მრევლისა მოახერხებს დადგომას ტაძართან, ეზოში და არ ექნება დაბრკოლება არც ზიარების მიღებაში და არც წირვის მოსმენაში“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, ხვალინდელი საკვირაო წირვა ჩვეულებრივ ჩატარდება რეკომენდაციების გათვალისწინებით, რომ მომლოცველებმა დისტანცია დაიცვან.

„ვიზრუნებთ, რომ მრევლმა დაიცვას დისტანცია, როცა მსახურებაზე იქნებიან. პირველ ეტაპზე ეს ცოტა რთული იქნება, თუმცა ამას გავაკეთებთ დროთა განმავლობაში“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.