მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალარო ტერმინალი - ახალი პროდუქტი თიბისი ბიზნესისგან

5dc3ec42ccd6e
BM.GE
07.11.19 14:03
2706
თიბისი ბანკი მომხმარებელს გადახდის თანამედროვე და კომფორტულ სისტემას - სალარო ტერმინალს სთავაზობს.

სალარო ტერმინალი ინოვაციური პროდუქტია, რომელიც პოს ტერმინალის და სალარო აპარატის ფუნქციებს ერთ მოწყობილობაში აერთიანებს. სალარო აპარატი მნიშვნელოვნად დაზოგავს მომხმარებლის დროს და მისი გამოყენებით შესაძლებელი იქნება, როგორც გადახდა, ისე ქვითრის ბეჭდვა ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორებისას.

ტერმინალის გამოყენებით, მასზე ბრუნვის მიხედვით, კიდევ უფრო გამარტივდა ბიზნესესხით სარგებლობაც.

სალარო ტერმინალის ინსტალაცია, საკურიერო და ტექნიკური მომსახურება, ასევე მისი გამოყენების შესახებ კონსულტაცია უფასოა.

სალარო ტერმინალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია, როგორც ცხელ ხაზზე დარეკვით (2 272727), ისე თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალში სტუმრობით ან ვებგერდზე - https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/cash-terminal .