მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

გასულ წელს თურქეთმა ტურიზმიდან რეკორდული, $46 მილიარდის შემოსავალი მიიღო

63da179ecb6d4
მარიამ ვარადაშვილი
01.02.23 11:48
765
თურქეთმა გასულ წელს ტურიზმიდან რეკორდული მოცულობის 46.3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო. ტურიზმიდან შემოსავლები წლიურად 53%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობას, 2022 წელს ქვეყანას 44.6 მილიონი ვიზიტორი ესტუმრა, ეს მაჩვენებელი პანდემიამდელ ნიშნულს [45.1 მლნ] მცირედით ჩამორჩება.

როგორც Reuters წერს რეკორდული მაჩვენებელი Covid-19-თან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქებას და რუსეთის მოქალაქეების შესვლას უკავშირდება, რომლებიც თურქეთის ვიზიტორების სტატისტიკაში მეორე ადგილს იკავებენ. რუსი ვიზიტორების ზრდა ნაწილობრივ ფრენებზე დაწესებულ შეზღუდვასაც უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა რუსეთში რეგისტრირებულ კომპანიებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა, თურქული ავიაკომპანიები მოსკოვიდან რეისებს მაინც აგრძელებენ.

სააგენტოს ცნობითვე, ომის გამო რუსეთის ასობით მოქალაქე თურქეთში ინვესტიციების განსახორციელებლად ან/და სხვა ბიზნესის საკეთებლადაც ჩავიდა. თურქეთის ტურიზმის მინისტრი მეჰმეთ ერსოი მიმდინარე წელს ტურიზმიდან შემოსავლების 56 მილიარდამდე ზრდას პროგნოზირებს.