მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

SALE: კომუნიკაციების კომისია 5G ინტერნეტის ლიცენზიებს ფასდაკლებით გამოიტანს

61cb11735841f
შოთა ტყეშელაშვილი
28.12.21 17:36
805
2022 წელს კომუნიკაციების კომისია საქართველოში 5G ინტერნეტის დანერგვისთვის აუქციონს გამოაცხადებს და სიხშირეების ლიცენზიებს მობილურ ოპერატორებს შესთავაზებს.

კომისიის თავმჯდომარე კახი ბექაურმა დღეს პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ ახალი თაობის მობილური ინტერნეტის სიხშირის ლიცენზია მნიშვნელოვანი ფასდაკლებით იქნება გამოტანილი. როგორც ბექაური ამბობს, ქსელის სიხშირეების ფასდაკლებით გადაცემა ევროპულ პრაქტიკას ემყარება.

"ევროკომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, კომისია მზადაა, რომ ახალი ტექნოლოგიების ასათვისებლად კომპანიებს მნიშვნელოვანი ფასდაკლება შესთავაზოს. როგორც ვიცით 5G ტექნოლოგიების მოსაწყობად ინვესტიციები საკმაოდ მაღალია, ინფრასტრუქტურა, რომელიც ამისთვის არის მოსაწყობი, ღირს შედარებით ძვირი, ვიდრე წინა თაობის ტექნოლოგიები, ამიტომ ტენდენცია და მიდგომები ევროკავშირში არის ისეთი, რომ მაქსიმალური შეღავათი მისცენ სიხშირის ღირებულებას, რათა კომპანიებმა მოახერხონ და ინვესტიცია განახორციეელონ,” - აცხადებს კახი ბექაური.

კომუნიკაციების კომისიას ქვეყანაში 4G ინტერნეტის 5G-ით ჩანაცვლება და მობილური ინტერნეტის სისწრაფის ზრდა სურს. თავმჯდომარის განცხადებით, 5G კავშირგაბმულობა ქვეყნის განვითარებისთვისაც ახალ შესაძლებლობას შექმნის.

“5G ინტერნეტი არის ახალი შესაძლებლობა ქვეყნის განვითარებისთვის და ამაზე მუშაობა დავიწყეთ 2020 წელს და 2021 წლის ბოლომდე დავასრულეთ მოსამსაზედებელი სამუშაოები იმისთვის, რათა გამოვაცხადოთ აუქციონი და მეხუთე თაობის ქსელი დანერგონ ოპერატორებმა, ანუ გამოცხადდეს სიხშირეებზე აუქციონი და უკვე ახალი ტექნოლოგია გახდეს საქართველოშიც ხელმისაწვდომი.

5G არის ტექნოლოგია, რომელიც მომსახურებას ზოგ შემთხვევაში 10-ჯერ, ზოგ შემთხვევაში კი 100-ჯერ უფრო მაღალი სიჩქარის ინტერნეტს და კავშირს უზრუნველყოფს, ვიდრე წინა თაობის LTE ინტერნეტი.

5G გარდაქმნის და ახალ საფეხურზე გადაიყვანს ისეთ ინდუსტრიებს, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, სოფლის მეურნეობა და სხვა.

5G აუქციონისთვის შეიქმნა საკონსულტაციო დოკუმენტი, რომელიც ჩვენ გამოვაქვეყნეთ, რომლის პირობების შესწავლაც ამ კუთხით. იგივე საწყის საფასურზე, თუ რა ფასი უნდა იყოს. ამის განსაზღვრაში ჩვენ გვეხმარებოდა Ernst & Young-ი, რომელიც მოვიწვიეთ ამ საფასურის გაანგარიშებაში. მზად ვართ, აუქციონის გამოსაცხადებლად. ტექნიკური ცვლილებები დაგვრჩა მხოლოდ,” - აცხადებს კახა ბექაური.

ჯერჯერობით, უცნობია, რომელი ოპერატორები გამოთქვამენ ინტერესს, შეისყიდონ 5G ინტერნეტის სიხშირის ლიცენზიები.