27.ივლისი .2020 11:41

სალიზინგო კომპანია BHL: სალიზინგო პროდუქტებზე მოთხოვნა შემცირებულია

views 210
უკან

„ბაზის ბანკის“ სალიზინგო კომპანია BHL-ის კომერციული დირექტორის მალხაზ ხარჩილავას შეფასებით, სალიზინგო პროდუქტებზე მოთხოვნა შემცირებულია.

როგორც ხარჩილავა bm.ge-ისთან აცხადებს, გაზრდილია რისკის შეფასების კრიტერიუმები, ხოლო ის კლიენტები, ვინც სალიზინგო კომპანიების მოთხოვნებში ჯდებიან, პანდემიის გამო საქართველოსა და ზოგადად, მსოფლიოში შექმნილი გამოწვევების გათვალისწინებით, მომსახურების მიღებისგან თავს იკავებენ.

"სალიზინგო პროდუქტებზე მოთხოვნა არსებობს, მაგრამ შემცირებულია და იმ გონივრულ ფარგლებში არის მოქცეული, როგორიცაა ზოგადად ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა. ამას ემატება გაზრდილი რისკებიდან გამომდინარე შეფასების კრიტერიუმების შედარებით გამკაცრება და ასევე, კიდევ ერთი ფაქტორი - ის კლიენტები, რომლებსაც ფინანსური მდგომარეობა სტაბილური აქვთ, მოთხოვნილ კრიტერიუმებში ჯდებიან და შეუძლიათ ლიზინგით ისარგებლონ, ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გამო, დამატებითი ვალდებულებების აღებისგან თავს იკავებენ“, - BHL ლიზინგის კომერციული დირექტორი მალხაზ ხარჩილავა.