მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ვარდიაშვილი საჩივრებზე: "სისტემური პრობლემები ამოვწურეთ"

5eac4dfdb3fe6
ნუცა ბაზლიძე
01.05.20 22:00
1427
„ამ წლების განმავლობაში, ამოვწურეთ სისტემური პრობლემები, ისეთი სახის თემატიკა, რაც ერთი სახის იყო და სიმრავლეს განაპირობებდა“, - ამის შესახებ ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა განცხადებებისა და საჩივრების შესახებ გადაცემა #ქალებისნარატივში საუბრისას აღნიშნა.

მისივე განმარტებით, სისტემური პრობლემების ამოწურვის საფუძველი, მათ შორის, ინდივიდუალური განცხადებების განხილვის მეთოდი გახდა.

„დღეს ვართ იმ ეტაპზე, როცა უნდა მეტი გავაანალიზოთ, ახალ ეტაპზე გადავიდეთ და ასევე, უფრო მეტი მოვითხოვოთ მომსახურების ნაწილზე“,- დასძენს სალომე ვარდიაშვილი.

ამასთან, გადაცემაში საუბრისას, ენერგოომბუდსმენი რეგიონებში განხორციელებული საქმიანობის საკითხსაც შეეხო.

„ჩვენ გავააქტიურეთ მუშაობა რეგიონებში, ბოლო 2 წლის განმავლობაში, გვქონდა აქციები „შენი ხმა რეგიონს“, რომელიც მუნიციპალიტეტების დონეზე მოიაზრებოდა, და „მოძრავი ოფისი“, სადაც სოფლებში გადავინაცვლეთ და საზოგადოებრივი ცენტრების დახმარებით, სოფლის მოსახლეობას ვხვდებოდით“, - განმარტავს ენერგოომბუდსმენი.

მისივე განმარტებით, აღნიშნული აქცია აქტიური იყო 2020 წლის მარტამდე.