მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს ესაუბრა, თემა - უკრაინა

621a0623dc8e1
BM.GE
26.02.22 14:49
869
საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს.

„პრეზიდენტებმა შეშფოთება გამოთქვეს უკრაინის სუვენერობის წინააღმდეგ მიმართული რუსული აგრესიის გამო. სააფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ მძიმე ვითარებაში, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

პრეზიდენტებმა საუბრისას ხაზი გაუსვეს გაეროსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში ჩვენი ერთიანი პოზიციის მნიშვნელობას.

საუბრის ბოლოს კი პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პრეზიდენტი უახლოეს დღეებში სამუშაო ვიზიტით პარიზში მიიწვია“, - ნათქვამია გავრცელებულ რელიზში.