მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ სასამართლოს სისტემაში პროგრესი უდავოა

5e5f85ec830a6
ინგა მურუსიძე
04.03.20 14:44
1081
სასამართლოს რეფორმამ ბოლო წლებში ოთხი უაღრესად მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა, ზოგი სამართლიანი და ზოგიც - პოლიტიკურად მოტივირებული კრიტიკის მიუხედავად, პროგრესი უდავოა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, ყოველწლიური მოხსენებით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, ადამიანის უფლებების სასამართლოში მკვეთრად შემცირებულია საქართველოდან მიმართვიანობა, რომელიც წარმოადგენს სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ერთ-ერთ - თუ არა ერთადერთ - ობიექტურ კრიტერიუმს.

„უდავოა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა ჯერ ვერ შეედრება ევროპის საუკუნეთა განმავლობაში ჩამოყალიბებულ და დახვეწილ სასამართლო სისტემას. ეს, ალბათ, გასაკვირიც არ უნდა იყოს, თუ გავიხსენებთ, საიდან მოვდივართ და რა წნეხი მოახდინა საბჭოთა რეჟიმმა. ამიტომ მოსამართლის დამოუკიდებლობა და სასამართლო სისტემის საზოგადოებრივი ნდობის გაზრდა ქვეყნისთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება. ამ კუთხით იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმის სწრაფი და სრული იმპლემენტაცია გვისახავს გზას მომავლისკენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.