მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ესაუბრა

640b71874bfa1
BM.GE
10.03.23 22:00
681
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო აფასებს გერმანელი კოლეგის მიერ დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზისა და ქართველი ხალხის თავდადებისადმი გამოხატულ მხარდაჭერას.

„ვაშინგტონში ყოფნისას სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ შტაინმაიერთან. საქართველო აფასებს ჩემი გერმანელი კოლეგის მიერ დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზისა და ქართველი ხალხის თავდადებისადმი გამოხატულ მხარდაჭერას“, – წერს პრეზიდენტი.