მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი: "ქვეყანაში უმუშევრობის დონე მაღალია, თუმცა პროფესიონალების დეფიციტიცაა"

5e5f8af54b2cc
ინგა მურუსიძე
04.03.20 15:07
813
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყანაში უმუშევრობის დონე მაღალია, თუმცა პროფესიონალების დეფიციტიცაა.

როგორც პრეზიდენტმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მიგრაცია ამ ეპოქის დიდი გამოწვევაა და საქართველოს ის განსაკუთრებით მტკივნეულად გვეხება, ხოლო ეს თავის მხრივ, გამოწვეულია მხოლოდ უმუშევრობით.

„კარგად ვიცით, რომ ქვეყანაში საკმაოდ მაღალია უმუშევრობის დონე, მაგრამ ამავე დროს, პროფესიონალების დეფიციტიცაა, პრაქტიკულად, ყველა სფეროში. ამ ორი ტენდენციის ერთგვარად დაბალანსება ანუ პროფესიონალიზმის ამაღლება და საკუთარი ძალების მოზიდვა უნდა იყოს ჩვენი ყოველდღიური ზრუნვის საგანი. გვჭირდება დიასპორასთან უწყვეტი კავშირი და არა, იქ ჩვენი ვიწრო პოლიტიკური დაპირისპირების გადატანა. ხომ ცხადზე ცხადია, რომ სოციალური მდგომარეობის გარდა, მიგრაციის ერთ-ერთი მკვებავი სწორედ აგრესია, შეურაცხყოფა და სიძულვილია. სწორედ ეს აგრესიაა, რაც ჩვენს ახალგაზრდებს აქედან წასვლისკენ უბიძგებს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.