მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი: სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან თავისუფალ ვაჭრობაზე ვისაუბრე

5ec65e7d71b84
შოთა ტყეშელაშვილი
21.05.20 14:44
1280
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან, მუნ ჯე ინთან ისაუბრა. პრეზიდენტის Twitter-ზე გამოქვეყნებული პოსტის მიხედვით, მხარეებმა საუბრისას ორმხრივი ეკონომიკური ურთერთობების დაახლოების შესაძლებლობა განიხილეს. 

„მზად ვართ, რომ გადავიდეთ უფრო კონკრეტულ ნაბიჯებზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, მეტ ტურიზმსა და თანამშრომლობაზე, პანდემიის დასრულებისთანავე“, - ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი twitter-ზე წერს.

2019 წელს საქართველომ სამხრეთ კორეიდან 16,642 ვიზიტორი მიიღო, რაც წინა წელთან შედარებით 25%-ით მეტი იყო. რაც შეეხება სავაჭრო ურთიერთობებს, 2019 წელს საქართველოს ექსპორტი სამხრეთ კორეაში $9.2 მილიონი დოლარი, ხოლო იმპორტი კი $67.3 მილიონი დოლარი იყო.