მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სალომე ზურაბიშვილი თალიბანსა და აშშ-ს შორის სამშვიდობო ხელშეკრულებას მიესალმება

5e5b6c72284f5
BM.GE
01.03.20 12:00
984
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-სა და შეიარაღებულ დაჯგუფება თალიბანს შორის შეთანხმების ხელმოწერას მიესალმება. ამის შესახებ პრეზიდენტმა საკუთარ Twitter-ზე დაწერა. 

"მივესალმები ავღანეთში სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას. როგორც ავღანეთში საერთაშორისო მისიის ყველაზე მსხვილი და ძველი კონტრიბუტორი, საქართველო მიესალმება მდგრადი მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯებს,"- წერს პრეზიდენტი.

29 თებერვალს, კატარის დედაქალაქ დოჰაში, მრავალწლიანი კონფლიქტის შემდეგ, აშშ-მა და თალიბანმა სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი, რომელის მიხედვითაც მოკავშირეთა ჯარები ქვეყანას 14 თვის მანძილზე დატოვებს.