05.ივნისი .2020 21:10

სალომე ზურაბიშვილის მობილური ტელეფონის ხარჯმა მარტი-მაისში 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა

views 3991
უკან

საქართველოს პრეზიდენტი, მარტი-მაისის პერიოდში, ტელეფონით და ინტერნეტით ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს, - ამის შესახებ პრეზიდენტის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ვრცელდება ინფორმაცია. 

"მთავარი არხი“ დაინტერესდა - რა რაოდენობის თანხა დახარჯა საქართველოს პრეზიდენტმა, პანდემიის პერიოდში, მსოფლიო ლიდერებთან სატელეფონო საუბრებისთვის. პრეზიდენტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ტელეკომპანიას ასეთი მნიშვნელოვანი კითხვისთვის და გაცნობებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი, მარტი-მაისის პერიოდში, ესაუბრა 50 ქვეყნის ლიდერს. აქედან, 18 ქვეყნის პირველ პირს ინტერნეტის საშუალებით - ვიდეოზარით დაუკავშირდა, 32 ქვეყნის ლიდერს კი, ტელეფონით; 13 ქვეყნის მეთაურმა პირადად დაურეკა პრეზიდენტის მობულურზე; საქართველოს პრეზიდენტის მობილურიდან კი, 19 ზარი განხორციელდა", – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, ფეისბუქ-პოსტში წერია, რომ მარტი-მაისის პერიოდში პრეზიდენტის მობილური ტელეფონის ხარჯმა 200 ლარი და 98 თეთრი შეადგინა.