მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამ კვარტალში სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება შემცირდა - კომპანიების რეიტინგი

5ddba242b633a
თამუნა ქემერტელიძე
25.11.19 13:37
2048
სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება შემცირდა. კერძოდ, 2019 წლის 9 თვეში, საქართველოში მოქმედმა სადაზღვევო კომპანიებმა 33,77 მლნ წმინდა მოგება მიიღეს, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (34, 6 მლნ ლარი) 0.89 მლნ ლარით ნაკლებია.

წმინდა მოგებისგან გასხვავებით, გაზრდილია კომპანიების მიერ მოზიდული პრემიების მოცულობა (პიდაპირი დაზღვევის სახელობებიდან) და 9 თვის მონაცემებით, 481,85 მლნ ლარს შეადგენს, ნაცვლად გასული წლის 417,1 მლნ ლარისა.

საანგარიშო პერიოდში გაიზარდა ინდუსტრიის აქტივების მოცულობაც და 30 სექტემბრის მდგომარეობით, 835.95 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდს 123.62 მლნ ლარით აღემატება.

რაც შეეხება კომპანიების ჯამურ კაპიტალს, ის 245,09 მილიონ ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 45.05 მლნ ლარით მეტი მაჩვენებელია.

დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, წლის 9 თვეში ყველაზე მეტი პრემია კომპანია „ჯიპიაიმ“ მიიზიდა და მან 81.8 მლნ ლარი შეადგინა, თუმცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით „ჯიპიაის“ მიერ მოზიდული სადაზღვევო პრემიის მოცულობა 6.04 მლნ ლარით შემცირდა.  მოზიდული პრემიის მიხედვით მეორე ადგილზე კომპანია “ალდაგია” - წინა წელთან შედარებით 15.55 მლნ ლარით მეტი 77.70 მლნ ლარი მიიზიდა; მესამე პოზიციაზე „იმედი L“-ია 70.65 მლნ ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 19.34 მლნ ლარით მეტია.
მოზიდული პრემიების მაჩვენებლების მიხედვით, მეოთხე პოზიციაზე „თიბისი“ დაზღვევაა 59.34 მლნ ლარით - ზრდა 14.79 მლნ ლარი. ხუთეულს კომპანია „არდი“ ხურავს 42,25 მლნ ლარით - ზრდა წინა წელთან შედარებით 10.76 მლნ ლარია.

რაც შეეხება ზარალის ანაზღაურებას, ყველაზე მეტი ზარალი კომპანია „უნისონმა“ აანაზღაურა - 196.30 მლნ ლარი, მას მოსდევს „ჯიპიაი“ 52.95 მლნ ლარით და „იმედ L“ 41.36 ლარით.

ცნობისთვის: საქართველოში სულ (2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით) 17 სადაზღვევო კომპანიაა რეგისტრირებული; 16 მათგანი ფლობს სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას, ხოლო ერთი მხოლოდ არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.