მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამ თვეში 4 მლნ დოლარის მანდარინის ექსპორტი განხორციელდა

61a4a4c691eda
მარიამ ვარადაშვილი
29.11.21 15:38
545
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სექტემბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 8 376 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

სამინისტროს ცნობითვე, ამ პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 113%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 109%-ით გაიზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით.

მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი განხორციელდა რუსეთში (5153 ტონა), სომხეთში (2221 ტონა), უკრაინაში (651 ტონა), მოლდოვაში (141 ტონა), ყაზახეთში (61 ტონა), ყირგიზეში (60 ტონა), სლოვენიასა (50 ტონა) და სხვა ქვეყნებში (39 ტონა).