მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამაცივრე მეურნეობების 60%-ზე მეტი შიდა ქართლშია განთავსებული

620cab3c4e618
მარიამ ვარადაშვილი
16.02.22 20:26
794
საქსტატის ინფორმაციით, გასული წლის მე-4 კვარტალში საქართველოში 142 ერთეული სამაცივრე მეურნეობა ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (64%) შიდა ქართლშია განთავსებული. მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია თბილისში (9.2%), ქვემო ქართლში (6.3%), კახეთის რეგიონში (6.3%) და ა.შ.

საკვლევ პერიოდში მომსახურება გაეწია 261 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით - 376 ერთეული შეადგინა, ხოლო სამაცივრეებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 1064 ადამიანით განისაზღვრა.

საქსტატის ინფორმაციითვე, გასული წლის IV კვარტალში მაცივრებში შენახული იყო 59.2 ათასი ტონა პროდუქცია, მათ შორის 50% ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 24% ხილი და ბოსტნეული, 14% პროცენტი ხორცი და ხორცპროდუქტები და სხვა.

2021 წლის IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობებში შენახული პროდუქციის მთლიანი მოცულობიდან დაახლოებით 21% საკუთარი წარმოების პროდუქცია, 17%-ს შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქციის მოცულობა, ხოლო 62% მომსახურების სახით შენახული პროდუქციის მოცულობა შეადგენდა. ამავე პერიოდში, მომსახურების სახით მიღებულმა შემოსავალმა 5 მლნ. ლარი შეადგინა.

IV კვარტალში სამაცივრე მეურნეობების მიერ გაყიდულია 64.5 მლნ. ლარის ღირებულების (11.8 ათასი ტონა) პროდუქცია. საანგარიშო პერიოდში, სამაცივრე მეურნეობების მიერ საზღვარგარეთის ქვეყნებში გაყიდული პროდუქციის ღირებულებამ 3.5 მლნ ლარი შეადგინა, რაც ამავე პერიოდში გაყიდული პროდუქციის მთლიანი ღირებულების 5.4%-ს შეადგენს. ძირითადად რეალიზებულია ქათმის ხორცი, ხილი და ბოსტნეული.

2021 წლის IV კვარტალში საქართველოში 40 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც კახეთის (45%) რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 25% ფუნქციონირებს ქვემო ქართლის რეგიონში, 10%- სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში და ა.შ.

მოცემულ პერიოდში მომსახურება 5 მომხმარებელს გაეწია. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით - 135 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 700 იყო.