მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამართლის უზენაესობა, გადასახადები, რეგულაციები - ალექსიშვილი საინვესტიციო გარემოს გამოწვევებზე

5efae6c40a665
ვიქტორია მღებრიშვილი
30.06.20 11:30
1005
ინვესტიცია, ეს არ არის ფულის მოზიდვა, ინვესტიცია ეს არის საქმის მოზიდვა, საქმე რომ მოვიზიდოთ, ჩვენ ამ საქმისთვის მზად უნდა ვიყოთ და საქმისთვის რამდენად ვართ მზად, ეგ არის ყველაზე მთავრი შეკითხვა - ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ლექსო ალექსიშვილმა EPRC-ის მიერ გამართული დისკუსიის - "კორონავირუსის ეპოქა და საინვესტიციო პერსპექტივები" ფარგლებში განაცხადა.

მისი შეფასებით, ინვესტიციების მიმართულებით საქართველო არც გასულ წლებში იყო წარმატებული ქვეყანა და ამას მრავალი ფაქტორი უშლიდა ხელს.

"ინვესტიციების კუთხით კორონამდე მდგომარეობა არ იყო მთლად სახარბიელო და ინვესტიციებთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები. ინვესტიციების თვალსაზრისით საქართველო ვერ თამაშობს წამყვანი ქვეყნის როლს რეგიონში და ჩვენ გაცილებით უფრო ბევრი შესაძლებლობა გვაქვს. მაგალითად, თუ შევხედავთ 2017-2018 წლებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან შედარებით, მაშინ ინვესტიციების წილი მშპ-ში გვაქვს ყველაზე მაღალი, იმიტომ რომ ჩვენ ამ რეგიონში ვცხოვრობთ და ამ რეგიონიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ", - აცხადებს ალექსიშვილი.

აქვე, PMCG-ის გენერალური დირექტორი იმ გამოწვევებს ასახელებს, რომელიც ინვესტიციის მოზიდვას უშლის ხელს.

"იმისთვის, რომ ინვესტიციები მოვიზიდოთ, მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები, რომელსაც ქვეყანამ უნდა გასცეს პასუხი და სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ ვცემთ პოზიტიურ პასუხს, რაც უზრუნველყოფს ზოგადად ეკონომიკის განვითარებას, ეს არის რომ ჩვენ უნდა გვქონდეს მნიშვნელოვანი თავისუფლება - ეს არის ბიზნესისთვის თავისუფლება, რეგულაციების სიმცირე, გადასახადების სიმცირე, თავისუფალი ვაჭრობა, თავისუფალი მიგრაციის შესაძლებლობა, რომ ჩვენ შევძლოთ საქართველოში მაღალკვალიფიციური მოხელეების ჩამოყვანა, რათა მათ აქედან მართონ ბიზნესი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და არა მხოლოდ საქართველოში; ამას ემატება სამართლის უზენაესობა და განათლება და შრომის კულტურა, რომელიც მნიშვნელოვნად მცირეა ამ ქვეყანაში, იმისთვის, რომ ჩვენ დიდი ამბიციები შევასრულოთ ამ პროცესში და ინვესტიციები მოვიზიდოთ.

ინვესტიცია ეს არ არის ფულის მოზიდვა. ინვესტიცია ეს არის საქმის მოზიდვა და საქმე რომ მოვიზიდოთ, ჩვენ ამ საქმისთვის მზად უნდა ვიყოთ და საქმისთვის რამდენად ვართ მზად, ეგ არის ყველაზე მთავრი შეკითხვა", - განმარტავს ლექსო ალექსიშვილი.