09.სექტემბერი .2019 23:50

სამაშველო ოპერაცია ხომალდზე: 200 მეტრიანი სატვირთო გემი ოკეანეში ამოყირავდა

views 790
უკან

ჯორჯიის შტატთან ახლოს, ატლანტის ოკეანეში, მარშალის კუნძულების დროშის ქვეშ მცურავი სატვირთო გემი ამოყირავდა.


Bloomberg-ის ინფორმაციით, 200 მეტრიან ხომალდ Golden Ray-ს ჯერ ცეცხლი წაეკიდა, შემდეგ კი წყალში ამობრუნდა. გემის ბორტზე სამხრეთ კორეელებისა და ფილიპინელებისგან შემდგარი ეკიპაჟის 24 წევრი იმყოფებოდა. 20 ადამიანი ამ დროისთვის გადარჩენილია, 4 კი დაკარგულად მიიჩნევა.

მომხდარის გამომწვევი მიზეზი უცნობია. სამაშველო და სამძებრო ოპერაცია გრძელდება.