მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამცხე-ჯავახეთში 26.5 კილოგრამი უაქციზო თუთუნი ამოიღეს

5e4d585db5bf2
BM.GE
19.02.20 19:41
824
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ახალციხეში, ნინოწმინდასა და ადიგენის რაიონში, 28 კოლოფი უაქციზო სიგარეტი და 26 კგ. და 545 გრ. უაქციზო თუთუნის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

აქედან, ერთ შემთხვევაში, ამოღებული უაქციზო თუთუნის რაოდენობიდან და ასევე საბაზრო-სარეალიზაციო ფასიდან გამომდინარე, გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, საქმის მასალები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადაიგზავნა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს საქონელი ჩამოერთვათ.