მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია დაიწყო, პატრიარქი ადგილზეა

5e9b52bed5936
დავით ჯალაღონია
18.04.20 23:18
1650
სამების საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია დაიწყო, რომელსაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე აღავლენს.

პატრიარქი რამდენიმე წუთში საააღდგომო ეპისტოლეს წაიკითხავს.

ლიტურგიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე საპატრიარქომ განცხადებით მოსახლეობას მიმართა, რომ აღდგომილ მაცხოვარს ყველანი ერთად, ანთებული სანთლებით შევხვდეთ ღამის 12 საათიდან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ე.წ კომენდანტის საათი მოქმედებს, შესაბამისად სააღდგომო ლიტურგიაზე დასწრების მსურველები ტაძარში, 21:00 საათამდე მივიდნენ. მათ ადგილზე ყოფნა დილის 06:00 საათამდე მოუწევთ.